
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასის მეორე შეხვედრაც მოიგო. ყაზახეთის ნაკრების ანგარიშით 3-2 დამარცხების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა რუმინეთს სძლიეს და გათამაშების ცხრილში 6 ქულით პირველ ადგილზე არიან.
უეფა-ს განვითარების თასის მეორე შეხვედრა, რომელიც პირველის მსგავსად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარდა, ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. ჩვენი გუნდიდან გოლები ნიკა ტალახაძემ და ლუკა ტორონჯაძემ გაუატეს. მატჩი ქართველმა 16-წლამდე ფეხბურთელებმა 2-1 მოიგეს.
დასკვნით, მესამე შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 6 მაისს, კვლავ „მესხი 2"-ზე გაიმართება და ჩვენი 16-წლამდლთა მეტოქე ამჯერად ბელარუსის გუნდი იქნება, ბელარუსებმა, თბილისში მიმდინარე ტურნირზე გამართული პირველი ორი მატჩიდან ერთი მატჩი მოგო დღეს „პეტრო არენაზე" ყაზახეთთან 3-0 და ერთიც ფრედ, 0-0 ითამაშეს რუმინელებთან. თუმცა, რეგლამენტის თანახმად, გუნდებმა პენალტების სერიით გამოავლინეს გამარჯვებული. რუმინეთმა 4-3 მოიგო და ცხრილში 2 ქულა ჩაიწერა. 1 ქულა აქვს ბელარუსს.
საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 'მესხი 2"-ზე, 11:00 საათზე დაიწყება. პარალელურად გაიმართება მეორე შეხვერაც რუმინეთისა და ყაზახეთის გუნდებს შორის „პეტრო არენაზე".
უეფა-ს განვითარების თასის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 16-წლამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელს ზვიად ჯელაძეს შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს გამოზახებული - მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ); მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), ზაზა გუგეშაშვილი (საბურთალო), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), დავით ტოფაძე (ტორპედო); ნახევარმცველები: ნიკა ტალახაძე (საბურთალო), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), ნიკოლოზ ილურიძე (საბურთალო), დავით ზურაბიანი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (საბურთალო), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), ტატო ჟივიძე (საბურთალო); თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია).
გაცნობებთ, რომ ანალოგიური თემატიკის ტურნირში 9-13 მაისს უკვე საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები იასპარეზებს.





ჩვენ








