
საქართველოს საკალათბურთო ლიგაზე 19 ნოემბრამდე შესვენება გამოცხადდა. თუმცა, მანამდე სუპერლიგაში მორიგი სათამაშო ტური იყო. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, „ქუთაისი 2010"-მა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. კოტე ტუღუშის გუნდმა, ქუთაისის სპორტის სასახლეში „ოლიმპს" უამსპინძლა და სამი ქულით, 89-86 (22-27, 25-23, 34-21, 8-15) დაამარცხა. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც ქუთაისელებმა გაქცევა მოახერხეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინა 14 ქულით დაწინაურდნენ. „ოლიმპმა" ბოლოსწინა წუთზე, ლინტონ ესლაისის სროლის შემდეგ, ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა, შემდეგ თამაშის გადასარჩენად სიზუსტე დაკარგა. სამაგიეროდ, „ქუთაისმა" ბოლო შეტევა წარმატებით დაასრულა და თამაშიც მოიგო. დავით როგავას „ოლიმპი" მიმდინარე გათამაშებაში უკვე, მეორედ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილებზეა. აღნიშნულ შეხვედრაში, ქუთაისელთაგან ყველაზე შედეგიანი ლუკა მაზიაშვილი იყო, რომელმაც 29 ქულა, 6 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 16 ქულა და 8 მოხსნა სტენლი დევისის ანგარიშზეა, ჯარვის რეიმ და კარტერ სკაგსმა 13-13 ქულა დააგროვეს. 29 ქულა იყო, მატჩის შედეგ ესლაისის ანგარიშზეც. ვლადიმერ თავაქარაშვილმა კი, ამ შეხვედრაში 14 ქულა დაგროვდა.
***
რუსთავში, ადგილობრივი „რუსთავი" „მეგას" დაუპირისპირდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი, მიმდინარე სეზონში სოლიდურად გამოიყურება და ახლადდაწყებულ სუპერლიგაში, კიდევ ერთხელ იმარჯვებს. ალბათ, ამის ერთ-ერთი მიზეზი დაბალასნებული შემადგენლობაა. წინა წლებისგან განსხვავებით, „რუსთავს" ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ლეგიოენერი ჰყავს. მათგან ერთმა, სადებიუტო შეხვედრა, სწორედ, „მეგას" წინააღმდეგ ჩაატარა. გუნდი კი, ძირითადად, ქართველ მოთამაშეებს ეყრდნობა. როგორც ჩანს მიმდინარე სეზონში, ბოისა 24-24 წლის ლუკა ბულაშვილსა და ლევან ბაბილოძეზე, 21 წლის ანზორ ნადირაძეზე და გამოცდილ უკანახაზელ რევაზ როგავაზე გააკეთებს დატვირთვას. აქვე გეტყვით, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, რუსთაველთა შორის აკაკი დვალიშვილიც ბრუნდება. 24-8, 31-23, 25-18, 25-25 პერიოდების მიხედვითაც ჩანს, რომ დღევანდელ შეხვედრაში, „რუსთავმა" პირველივე მეოთხედში მოახერხა უპირატესობის მოპოვება და უპირატესობა ნელ-ნელა გაზარდა. მასპინძლებმა შეხვედრაში 16 სამქულიანი ჩააგდეს. რუსთაველთაგან, ეივერი დიგსმა 21 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა. მის მსგავსად, 21 ქულა დააგროვა ლუკა ბულაშვილმაც. საბოლოოდ, ანატოლი ბოისას გუნდმა 105-74 გაიმარჯვა და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში, 100 ქულიანი ზღვარი დასძლია თანაც, ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა.
***
სამიდან სამი მოგება აქვს „კაკტუსსაც". ირაკლი ხოშტარიას გუნდმა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ამჯერად თსუ, 83-74 (19-22, 18-16, 21-15, 25-21) დაამარცხა. ამ დღეს, კაკტუსელები ძლიერად გამიუყურებოდნენ დაცვაშიც და შეტევაშიც და ეს, მიუხედავად იმისა, რომ პირევლი მეოთხედი, ცოტა მძიმედ დაიწყო და სამი ქულითაც წააგო. მომდევნო მონაკვეთში, „კაკტუსმა" კი მოახერხა მოგება, თუმცა, დიდი შესვენების წინ, 1 ქულას მაინც აგებდა. მესამე პერიოდში, ხოშტარიამ, გუნდის თამაში კონტრშეტევებზე გადააწყოდა 6 ქულითაც გაიმარჯვა, საერთო ანგარიში, უკვე 5 ქულით „კაკტუსისკენ" გადაიხარა. ერთი პერიოდი, სხვაობა 15 ქულამდეც კი ავიდა, თუმცა, საბოლოოდ, სხვაობამ, მხოლოდ 9 ქულა შეადგინა. გამარჯვებული „კაკტუსიდან" ყველაზე შედეგიანი, 31 ქულით, მაილს დენიელი იყო. 15 ქულა დააგროვა რაიან ალენმა, ხოლო მაიზერ რევაზაშვილმა ყოფილ გუნდს 12 ქულა ჩაუგდო. თსუ-ში 20 ქულით გამოირჩა ნიკოლოზ დარბაიძე, გიორგი ცინცაძემ კი სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა - 14 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი.
***
კიდევ ერთი კლუბი, რომელმაც ახლადდაწყებულ ჩემპიონატში მესამე შეხვედრა მოიგო, გათამაშების დებიუტანტი „კავკასიაა". ბექა წივწივაძის გუნდი, უკვე აღარ „ხუმრობს" და იმის, გათვალისწინებით, რომ სეზონის საწყისი ტურნირის დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულიცაა, სუპერლიგაშიც გარკვეულწილად ხმამაღალ განაცხადს აკეთებს. „კავკასიამ" ამჯერად, „ვერა" დაამარცხა, 87-73 (25-22, 24-7, 16-20, 22-24). ბექა წივწივაძის გუნდმა პირველი მეოთხედი 3 ქულით მოიგო, მეორეში კი, ისეთ უპირატესობას მიაღწია, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო 2 მეოტხედი წააგო, მაინც მოახერხა თამაში გამარჯვებამდე მიეყვანა. კარგი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, რომელმაც საბოლოოდ 23 ქულა და აქედან 7, სამქულიანით აიღო. „კავკასიის" რიგებიდან, 19 ქულითა და 9 მოხსნით აიზია ელისი გამოირჩა. ილია ლონდარიძემ, პარკეტზე მხოლოდ 14:28 წუთი გაატარა და 10 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება „ვერას", აქ, 18 ქულით, მარტის კიმბრო იყო საუკეთესო. 15 ქულა ბორის თორთლაძემ, 12-12 კი ლუკა ზაქრაძემ და ჯამირ კოულმენმა (10 მოხსნით) მოაგროვეს.
***
მე-3 ტურის ბოლო მატჩში გურჯაანის „დელტამ" ბათუმში, 75- 89 (19-27, 22-21, 13-22, 21-19) მოიგო. სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, „დელტას" გივი ბაქრაძეც შეუერთდება. დღეს კი, მის გარეშე პირველ პერიოდში, 8 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე, მისი შენარჩუნებაც მოახერხეს. სტუმართაგან ყველაზე შედეგიანი 21 ქულით ვახტანგ ქადარია იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. „ბათუმის" რიგებიდან, 15 ქულით, საუკეთესო, საბა ლობჯანიძე იყო.
სატურნირო ცხრილი
მირიან ჩხეიძის ფოტო





ჩვენ








