
ქართული გუნდი ბაქოს გრან სლემიდან მხოლოდ ორი მედლით დაბრუნდა. -73 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაო, ლაშა შავდათუაშვილმა მოიგო, რომელიც ჯგუფიდან, 1/2 ფინალში გასასვლელად, ნაკლებად ცნობილ კანადელ არტურ მარგელიდონთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლა, რეპეშაჟიდან გააგრძელა. აქ, მან, დამატებით დროში იტალიელი მანუელ ლომბარდო დაამარცხა, ბრინჯაოს ფინალში კი, სალვადორ კასე როკასთან იპონით გაიმარჯვა.

მეორე ბრინჯაოს მედალი, ტურნირის ბოლო დღეს -90კგ წონით კატეგორიაში, ლუკა მაისურაძემ მოიგო. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და აზერბაიჯანელ, მონღოლ და ყირგიზ მეტოქეებს მოუგო, თუმცა ნახევარფინალის გოლდენ სქორში შვედ მარკუს ნიმანთან ჰანსოკუ-მაკეთი დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მაძიებელთა რიცხვში გადაერთო. აქ, მაისურაძე ტურნირის მასპინძელ, აზერბაიჯანელი მამადლი მეჰდიევს შეხვდა. დაძაბული შეხვედრა დამატებით დროში, ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯუდოკები აზერბაიჯანში 9 მამაკაცითა და 2 გოგონათი იყვნენ წარმოდგენილები.
ფოტო: @IJF/ გაბრიელა საბაუ





ჩვენ








