ქართველმა მოციგურავეებმა სეზონი წარმატებით დაიწყეს
ქართველმა მოციგურავეებმა სეზონი წარმატებით დაიწყეს
06.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

4-6 ნოემბრის  ჩათვლით  საფრანგეთის  ქალაქ ანჟეში  სენიორთა  შორის 2022-2023 წლების სეზონის გრან პრის  მესამე ეტაპი გაიმართა ფიგურულ ციგურაობაში. აღნიშნულ ტურნირში, ქართველი მოციგურავეებიც ჩაერთვნენ - კარინა  საფინა და ლუკა ბერულავა  სპორტულ  წყვილებში, მარია  კაზაკოვა და გიორგი რევია  სპორტულ ცეკვებში  და  ნიკა  ეგაძე, მამაკაცთა ერთეულ ვაჟთა  კატეგორიაში. სულ, საფრანგეთის  ეტაპზე 15  ქვეყნის 58  სპორტსმენი მონაწილეობს. 
 

მოკლე პროგრამის შემდეგ, კარინა  საფინასა  და ლუკა  ბერულავას სპორტულმა  წყვილმა  61.55 ქულა მიიღო და თავისუფალი პროგრამის  წინ მე-3 ადგილზე იყო. ერთეული მოციგურავე ნიკა ეგაძე, რომელმაც  მოკლე პროგრამაში თავისი კონტენტი ორი ოთხმაგი ნახტომით დატვირთა, 82,44 ქულა მიიღო და მე-4  პოზიციაზე გავიდა. მოცეკვავე  წყვილმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, რითმულ  ცეკვაში 68,84  ქულა მიიღეს და მე-6 ადგილზე გავიდნენ.


თავისუფალი პროგრამის შემდეგ საფინა - ბერულავას წყვილმა ( სპორტული წყვილი), 162.44  ქულა და მე- 5 ადგილი ( გრან პრის  საეტაპო რეიტინგში 7 ქულა) დაიკავა. მე-5 ადგილზე (გრან პროს  საეტაპო რეიტინგში - 7 ქულა) გავიდა ნიკა  ეგაძეც ( ვაჟები) -  233,40 ქულით. კაზაკოვა -- რევიას ( სპორტული ცეკვები)  წყვილმა საბოლოოდ, 173,05 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე  ( გრან პრის  საეტაპო რეიტინგში 5 ქულა) გავიდა.



სტატიაში გამოყენებულია @getty images ფოტოები