
უეფა-ს 2022-2023 წლების სეზონზე ქართველები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის გათამაშებაზე დარჩნენ. სწორედ, ამიტომ ეს ორი ტურნირი, ახლა ყველაზე მეტად მოექცევა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრის ყურადღების ცენტრში. ევროტურნირების გათამაშებაზე, რომელის ჯგუფური ეტაპიც მსოფლიოს ჩემპიონატის „გადამკიდე" ელივის სისწრაფით ჩატარდა, ახლა შესვენებაა. თუმცა, ამ შესვენებამდე შვეიცარულ ნიონში, წილისყრა შედგა.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
ისე მოხდა, რომ ამ გათამაშებაში, წილისყრამ ორ წყვილში, მინი-ფინალები თუ არა, 1/2 ფინალები ვადაზე ადრე „დანიშნა". უკვე 1/8 ფინალის შემდეგ გათამაშებას „ლივერპული"-„რეალის" და „პსჟ" - „ბაიერნის" დუელებიდან, თითო სტამბულის გზიდან გადავა. თუმცა, ჩვენ, მაინც „ნაპოლი" უფრო გვადარდებს, რომელიც უეფა-ს ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან, გერმანულ „აინტრახტს" დაუპირისპირდება. 2023 წლის თებერვლისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას, წელის ტკივილიც, რომელმაც ქართველი „ენფილდზე" დაცემის შემდეგ შეაწუხა, გაივლის და იტალიური კლუბი, სტაბოლისკენ გზას „კვარასთან" ერთად გააგრძელებს.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 2023 წლის 14-15 და 21-22 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 7-8 და 14-15 მარტს გაიმართება.
გათამაშების ამ ეტაპზე კი, გუნდები ასე დაწყვილდნენ:
„ლაიფციგი" (გერმანია) - „მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)
„ბრიუგე" (ბელგია) - „ბენფიკა" (პორტუგალია)
„ლივერპული" (ინგლისი) - „რეალი" (ესპანეთი)
„მილანი" (იტალია) - „ტოტენჰემი" (ინგლისი)
„აინტრახტი" (გერმანია) - „ნაპოლი" (იტალია)
„დორტმუნდი" (გერმანია) - „ჩელსი" (ინგლისი)
„ინტერი" (იტალია) - „პორტუ" (პორტუგალია)
„პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი) - „ბაიერნი" (გერმანია)
უეფა-ს ევროპა კონფერენეს ლიგა
გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ვლადიმი ვაისის „სლოვანს", ევროპა კონფერენს ლიგის 1/8 ფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ „ბაშაქშეჰირთან" (თურქეთი), „ვესტ ჰემთან" (ინგლისი), „ვილიარეალისთან" (ესპანეთი), „ნიცასთან" (საფრანგეთი), „ალკმაართან" (ნიდერლანდები), „დიურგარდენთან" (შვედეთი), „სივასფორთან" (თურქეთი) ერთად.
თუმცა, მანამდე კონფერენ ლიგაზე 1/16 ფინალები 16 და 23 თებერვალს გაიმართება. 7 ნოემბერს ნიონში, სწორედ, ამ წყვილთა ვინაობა გაირკვა. ამ ეტაპზე, ქართველთაგან ევროტურნირებზე ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი" და ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი" ითამაშებენ.
„ყარაბაღი" (აზერბაიჯანი) - „გენტი" (ბელგია)
„ბოდო გლიმტი" (ნორვეგია) - „ლეხი" (პოლონეთი)
„თრაბზონსფორი" (თურქეთი) - „ბაზელი" (შვეიცარია)
„ლაციო" (იტალია) - „კლუჟი" (რუმინეთი)
„ბრაგა" (პორტუგალია) - „ფიორენტინა" (იტალია)
აეკ (კვიპროსი) - „დნიპრო 1" (უკრაინა)
„შერიფი" (მოლდოვა) - „პარტიზანი" (სერბეთი)
„ლუდოგორეცი" (ბულგარეთი) - „ანდერლეხტი" (ბელგია)
***
და ბოლოს, უეფა-ს ევროპა ლიგის შესახებაც, სადაც საკმაოდ საინტერესო გუნდებმა მოიყარეს თავი. ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ, ორი წყვილის დაპირისპირება „ბარსელონა" - „მანჩესტერ იუნაიტედისა" და „იუვენტუსი" - „ნანტის" თამაში განსაკუთრებულ ინტერესს იწყვევს. თუმცა, უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე გამოკითხვითაც დგინდება, რომ „ბარსა"-„მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება, თავისი შინაარსით, ევროტურნირების ბევრ სხვა თამაშშასც სცილდება.
მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის პლეი-ოფის ამ სტადიაზე ჯგუფების მეორეადგილოსნები და ჩემპიონთა ლიგიდან გადმორთული 8 გუნდი ერთვებიან. პირველი მატჩები 2023 წლის 16 თებერვალს, ხოლო საპასუხო 23 თებერვალს გაიმართება. წილისყრამ, 1/16 ფინალური წყვილები შემდეგნაირად გადაანაწილა:
„ბარსელონა" (ესპანეთი) - „მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)
„იუვენტუსი" (იტალია) - „ნანტი" (საფრანგეთი)
„სპორტინგი" (პორტუგალია) - „მიდტიულანდი" (დანია)
„შახტარი" (უკრაინა) - „რენი" (საფრანგეთი)
„აიაქსი" (ნიდერლანდები) - „უნიონი" (გერმანია)
„ლევერკუზენი" (გერმანია) - „მონაკო" (საფრანგეთი)
„სევილია" (ესპანეთი) - პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
„ზალცბურგი" (ავსტრია) - „რომა" (იტალია)
და ბოლოს, უეფა-ს ევროპა ლიგის 1/8 ფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს 8 გუნდს: „არსენალი" (ინგლისი), „ფენერბაჰჩე" (თურქეთი), „ბეტისი" (ესპანეთი), „სენ-ჟილუა" (ბელგია), „სოსიედადი" (ესპანეთი), „ფეიენოორდი" (ნიდერლანდები), „ფრაიბურგი" (გერმანია), „ფერენცვაროში" (უნგრეთი).





ჩვენ








