
საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ½ ფინალთან „დინამო თბილისს" ერთი ნაბიჯი აშორებს. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ¼ ფინალის ფლეი-ოფის პირველ მატჩში არ გასჭირვებია მეორე თბილისური კლუბის, „ოლიმპის" დამარცხება 70-43 (19-11, 23-12, 13-13, 15-7). სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „ოლიმპი", მთელი სეზონის განმავლობაში სტაბულურ და ყველა მეტოქისთვის ერთ-ერთ ძლიერ და უხერხულ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა. გამომდინარე აქედან, ამ წყვილის პირველი მატჩის შედეგიც ფლეი-ოფში დაწინაურება, სულაც არ ნიშნავს, რომ „დინამო თბილისს" მეორე თამაში, რომელიც 7 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კვლავ 16:00 დაიწყება, ქყვენის მოქმედი ჩემპიონის მარტივი გამარჯვებით დასრულდება. შეგახსენებთ, რომ 2017-18 წლების სეზონის მანძილზე გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და რეგულარულ ჩემპიონატში ანგარიში საყაიმოა 2-2.
„ოლიმპი"- „დინამო" 59-72
„დინამო"-„ოლიმპი" 58-67
„ოლიმპი"- „დინამო" 78-87
„დინამო" -„ოლიმპი" 69-81

„დინამო თბილისისა" და „ოლიმპის" დაპირისპირება კი ჩემპიონატის ამ ეტაპზე, მოქმედი ჩემპიონის აქტიურობით დაიწყო. დინამოელებმა ანგარიშში დაწინაურება თავიდანვე მოახერხეს. პირველი ქულები ჩემპიონს, გუნდის კაპიტანმა ილია ლონდარიძემ მოუტანა. ალბათ, ამ მატჩში ერთა-ერთი მომენტი, როდესაც „ოლიმპს" გარდატეხის და თამაშის სათავისოდ შემობრუნების შანსი ჰქონდა, მაშინ იყო, როდესაც „დინამო" მხოლოდ 2 ქულით 13-11 იყო წინ. ალბათ, ოლიმპელთა უფრო მეტი სიზუსტე - ჯერ მერაბ ბოქოლიშვილის 3-ქულიანი იყო არაზუსტი, შემდეგ კი გუნდისთვის ქულების მოტანა ვერ მოახერხეს ნიკოლოზ დარბაიძემ და გივი ბაქრაძემ, თამაში სხვაგვარად გაგრძელდებოდა. საპასუხოდ კი, დინამოელთა სერბმა ალექსანდერ მიტროვიჩმა, ჩემპიონის სასარგებლოდ უპირატესობა კიდევ 2 ქულით გაზარდა, 15-11. პირველი მეოთხედი დინამომ 19-11 მოიგო. მეორე მეოთხედიდან კი, ანგარიშის გაზრდა ნაბიჯ-ნაბიჯ დაწიყო და თუ არ ჩავთვლით ოლიმპელთა რიგ მომენტებში გამონათებებს, მოწინააღმდეგეს, თავიდან ბოლომდე თავზე საკუთარი თამაში და წესები მოახვია.
დარჩენილ 3 მეოთხედში „ოლიმპი" რასაც ახერხებდა, რიგ მომენტებში ანგარიშში სხვაობის 15 ქულამდე დაყვანას. თუმცა, მეტი ამ ჯერზე ვერ მოახერხა. აქვე, „ოლიმპის" რიგებში მარკ ოდგენს გამოვარჩევდით. ოლიმპელთა ლეგიონერს, რომელიც მთელი რეგულარული სეზონის მანძილზე, თუ არ ჩავთვლით ტრავმის გამო გაცდენილ რამდენიმე მატჩს, სუპერლიგის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მოთამაშე იყო. დღევანდელ შეხვედრაში კი, მან „ოლიმპს" 16 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს, ოლიმპელთა 43 ქულიდან 16 ოგდენის და 14 ქულა კი რევაზ როგავას ანგარიშზეა. გივი ბაქარაძემ, რომელიც სეზონის მანძილზე ერთ-ერთი შედეგიანი კალათბურთელი იყო, მხოლოდ 5 ქულის, მერაბ ბოქოლიშვილმა კი 2 ქულის აღება შესძლეს.
დინამოელთა რიგებში კი პირველი მეოთხედიდან მოყოლებული, ყველაზე შედეგიანი ლაველ ბოიდი იყო, მატჩის სასტარტო მეოთხედში მან, 9 ქულის დაგროვება შესძლო, საბოლოოდ კი მის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. აქვე გეტყვით, რომ 11-11 ქულა ჩაიწერეს ილია ლონდარიძემ და გიორგი შარაბიძემ. ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლადე კიელ ტურპინს, რომელმაც 10 მოხსნა კი გააკეთა, თუმცა, მხოლოდ 8 ქულა შესძინა გუნდს. „დინამოს" რიგებში, ტრავმის შემდეგ დაბრუნებული მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე, ამ ჯერზე მხოლოდ 5 ქულაა.
იხილეთ ფოტო-გალერეა
***
დღესვე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საკალათბურთო სუპერლიგაში დასარჩენი მე-10 ადგილისთვის მიმდინარე სერიის მეორე მატჩში, 'სოხუმმა" დაძაბულ ბრძოლაში 62-63 წააგო „ტიტებთან" და სერიაში ანგარიში გათანაბრდა 1-1. ახლა საგზურის ბედი, 9 მაისს, 20:00 ამ გუნდების მე-3 მატჩში გაირკვევა.





ჩვენ








