
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს შესარჩევი ციკლის ელიტ-რაუნდში პირველი ადგილით, რომ გავიდეს, მან აუცილებლად მეინ-რაუნდის ბოლო შეხევდრა უნდა მოიგოს. ავთანდილ ასათიანის გუნდი, შესარჩევი ციკლის ამ ეტაპის ბოლო შეხვედრას, 2023 წლის 7 მარტს ბელგიაში გამართავს. გუნდთან, რომელსაც სასტარტო თამაში თბილისში, მოვუგეთ და ახლა, ჯგუფში, ჩვენს შემდეგ, მეორე ადგილზეა. თუმცა, ჩვენთან შედარებით, ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს (ბელგიელებმა, ავსტრიას, 11 ბურთი გაუტანეს), რაც ჩვენი ნაკრების ბელგიაში წარუმატებლობის შემთხვევაში მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. იმედია, ამ დროისთვის, ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნდება ელისანდროც, რომელიც მიმდინარე შესარჩევ ტურში, აშკარად აკლია გუნდს.
მარტამდე დიდი დროა და ავთანდილ ასათიანის გუნდი, ყველა იმ ხარვეზსს დახვეწს, რაც დღეს, დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში, მოსულ გულშემატკივარს, ნამდვილად არ მოეწონა. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიასთან 6-4 კი, გაიმარჯვა, მაგრამ ძალიან გვანერვიულა. ვიდრე, უშუალოდ თამაშის რამდენიმე დეტალში ჩავიხედავთ, გეტყვით, რომ ჩვენგან პოკერი (ოთხი გოლი) ბრუნო პეტრიმ, თალესმა კი დუბლი შეასრულა.

„მთავარი მიზანი შევასრულეთ და ცხრა ქულა გვაქვს, რაც 99 პროცენტით ელიტ-რაუნდის საგზურს გვაძლევს. თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. თამაშამდე არაერთხელ ვთქვი, რომ მოწინააღმდეგის დაფასება აუცილებელია და სატურნირო ცხრილმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი მატჩის შემდეგ და რთულია არ დაეთანხმო, რადგან მეტოქის დაუფასებლობა, დღეს, საქართველოს ნაკრების თამაშში აშკარად ჩანდა.
ანგარიში, ირაკლი თოდუას გადაცემის შემდეგ, 05'46" ბრუნო პეტრიმ გახსნა. გოლი, თითქოს, ლოგიკური შედეგი იყო იმ თამაშის, რასაც ასათიანის გუნდი საწყის წუთებზე აჩვენებდა, თუმცა, ავსტრიელები საკმაოდ მწვავედ უტევდნენ კონტრშეტევების ხარჯზე. რეალურად, თორნიკე ბუკიას, რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა, თუმცა, 07'59"-ზე ალეკ გლოგელმა მალევე აღადგინა წონასწორობა. 15'50" წუთზე კი, სინან ბიჩერიმ ავსტრიელები დააწინაურა კიდეც. საქართველოს ნაკრები, მხოლოდ ტაიმის ბოლოს გამოცოცხლდა და ბრუნომ, ჯერ შაგინიას (16'54"), შემდეგ კი, რონინიოს (17'18") გადაცემის შემდგე, დიდ შესვენებაზე, ქართველთა გუნდი, 1-ბურთიანი უპირატესობით გაიყავან გასახდელში.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი კვლავ მწვავედ დაიწყო, თუმცა, 22'18" წუთზე, მარკო მრშიჩიმ ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა. დაახლოებით წუთნახევარში, 23'57" წუთზე კი, ალეკ ფლოგელმა დუბლი შეასრულა და ავსტრიელები კვლავ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მთელი მცდელობების მიუხედავად, არაფერი გამოსდიოდა. ასათიანის ბიჭები არტყამდნენ კარის მიმართულებითაც, ერთ-ერთ მომენტში, სტუმრები ხარიხამ გადაარჩინა. 29'27" წუთზე კი, ბინიოს გადაცემის შემდეგ, თალესმა ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა.
34'55" წუთზე, სტუმრები, რომლებიც საკმაოდ უხეშ ფეხბურთს თამაშობდნენ, თამაშის წესებს არღვევენ და მათ კარში პენალტი ინიშნება. მას ზუსტად იყენებს თალესი და საქრათველოს ნაკრები კვლავ წინ გაჰყავს. შეხვდრის დასრულებამდე, რამდენიმე წამით ადრე, 39'22" ბრუნო პეტრი კიდევ ერთხელ ახერხებს ავსტრიელთა კარის აღებას.

ამ გამარჯვებით, ავთანდილ ასათიანის გუნდმა 9 ქულა მოაგროვა და ჯგუფს ლიდერობს. ამასთან, საქართველოს ნაკრებს, ჯგუფში, მინიმუმ მეორე ადგილი უკვე გარანტირებული აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კარგი შანსი გვაქვს. მეინ-რაუნდის დასკვნით შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი 2023 წლის 7 მარტს, მეორე ადგილზე მყოფი ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

მატჩის ფოტო-ამბავი





ჩვენ








