„დინამო თბილისი 2“ 2023 წლიდან ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს!
„დინამო თბილისი 2“ 2023 წლიდან ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს!
11.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისი 2", 2023 წლის სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს. ლადო კაკაშვილის გუნდმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ასპარეზობა რეგიონული ლიგიდან დაიწყო, ერთი მეორეს მიყოლებით მოიგო, რეგიონული ლიგა, ლიგა 4 და ახლა, 3 ტურით ადრე, ლიგა 3-ის დასრულებამდე, კიდევ ერთი ლიგით დაწინაურდა. „დინამო თბილისის" აკადემიის აღსაზრდელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, ლიგა 2-ში თამაშის უფლება, ფოთის „კოლხეთი 1913"-თან ერთად მოიპოვა. თუმცა, თუ ფოთელებს ზედა ლიგებში დაბრუნება უწევთ, „დინამო თბილისის" აკადემიელები კი, ამ გზას პირველად გადიან. სწორედ, ფოთის „კოლხეთთან" მოუწევთ, დარჩენილი 3 თამაშიდან ერთის ჩატარება დინამოელებს, 17 ნოემბერს, ფოთში  და გამარჯვების, ანდა თუნდაც, ფრედ დასრულებული მატჩის შემთხვევაში, ისინი, 2 ტურით ადრე, ლიგა 2-ში პირველ ადგილს გაიმყარებენ.

დღეს კი, თბილისელებმა, ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის ბაზაზე „ბორჯომი" 2-1 დაამარცხეს. ამასთან, კაკაშვილის გუნდმა, ტრადიციას არ უღალატა და ამ შეხვედრაშიც „დააქამბექა" - პირველი ტაიმის შემდეგ, 0-1 აგებდნენ. მეორე ტაიმში კი, ჯერ 11-მეტრიანით თოკო მორჩილაძემ გაათანაბრა ანგარიში, 87-ე წუთზე კი, შეცვლაზე შემოსულმა ლუკა ლაცაბიძემ, „დინამო თბილისი 2"-ს საჭირო 3 ქულა მოუტანა.


შეგახსენებთ, რომ სწორედ, „დინამო თბილისი 2"-დან მიმდინარე სეზონში აიწიეს მთავარ გუნდში ლევან ოსიყმაშვილმა, გაბრიელ სიგუამ, ლუკა პარკაძემ,  ლაშა ოდიშარიამ. ამ უკანასკნელმა, თბილისის „ლოკომოტივთან" მატჩში, სადებიუტო გოლიც გაიტანა.


დღევანდელი მატჩის ფოტო-ამბავი