ლიდერის მორიგი გამარჯვება და ტურის ჩაშლილი თამაში
ლიდერის მორიგი გამარჯვება და ტურის ჩაშლილი თამაში
05.05.2018
ავტორი:


ლიდერის მორიგი გამარჯვება და ტურის ჩაშლილი თამაში

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა გრძელდება

თბილისის ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში საქართველოს ფუტსალის ლიგის თამაშები გაიმართა. აღნიშნული გათამაშების ცენტრალური მატჩების პირდაპირი რეპორტაჟები სილქ-უნივერსალით გადაიცემა. ამ დღეს, 4 მაისს, ტურის ცენტრალურ მატჩებში „ტატიშვილი"-„თელასს", ხოლო „კოლხი"-„აგორას" დაუპირისპირდა. არანაკლები საინტერესო მატჩი გაიმართა მანამდეც.  გთავაზობთ, Sbm.ge-ის მიერ მომზადებული მიმოხილვის კოლაჟს.


აუტსაიდერთა დაპირისპირება ბსუ-მ მოიგო

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის XVIII ტურმა  სტარტი  თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში აიღო.  დღის  პირველ  შეხვედრაში  ერთმანეთს თბილისი და  ბსუ შეხვდენენ.  საპლეიოფო  ზონის  გარეთ  დარჩენილი  გუნდების  დაპირისპირება ბსუს გამარჯვებით  5-4 დასრულდა.

გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან დუბლით ნიკა ზაქარიაძე და მიხეილ  დოლიძე  გამოირჩნენ, ხოლო  თბილისის  მოთამაშეებიდან  ორი  გოლი  აქტივში ბექა  სამყურაშვილმა  ჩაიწერა.

ბაჩანა აბაშიძე, ბსუ: „დღევანდელ  შეხვედრაში  ძალიან  გვინდოდა  მოგვეგო, ტრავმირებული გვყავს  დღევანდელი  გუნდი და იმედია  მალე  დაგვიბრუნდებიან. გუნდი  ყველა   თამაშს   გასვლაზე  თამაშობს  და ეს ძალიან   რთულია ჩვენთვის. ვეცდებით  რომ  ღირსეულად  დავასრულოთ  ჩემპიონატი.  რაც  შეეხება  წინა  ტურში  მართვესთან  განცდილ  მარცხს,   მოგეხსენებათ პლეი-ოფს  გარეთ   ვართ,  ბიჭებს  არ  აქვს  საკმარისი  მოტივაცია  და   ქუთაისიც  საკუთარ მოედანზე  ყოველთვის   ძლიერად  თამაშობს."

ტურის  მორიგ შეხვედრაში  აფხაზეთიმართვეს" უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, თამაში ჩაიშალა.


ფუტსალის ლიგის "ელ კლასიკო" ტატიშვილის გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის XVIII ტურის  ცენტრალურ  შეხვედრაში  ერთმანეთს  პრინციპული  მეტოქეები  ტატიშვილი და  თელასი  დაუპირისპირდნენ. შეხვედრა   საქართველოს  ვიცე-ჩემპიონის, ტატიშვილის  გამარჯვებით ანგარიშით  2-1 დასრულდა.   გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან  ორივე  გოლი მალხაზ  მურცხვალაძემ  გაიტანა,  ხოლო   „ენერგეტიკოსებიდან" ერთადერთი  გატანილი  გოლი  მოთამაშე- მწვრთნელის  ავთანდილ  ასათიანის ანგარიშზეა.  ამ  მოგებით  „მედიკოსებმა" სატურნირო  ცხრილში  პირველობა  გაიმყარეს.

ავთანდილ  ასათიანი,  სტუ-თელასი: „ტატიშვილი  ძალიან  კარგი  გუნდია,  კარგი  თამაში  გამოვიდა, თუმცა  საპლეიოფო  ზონაში  ყველაფერი  გარკვეულია,  გუნდები  ძალებს  ვზოგავთ,  ეს  არ  ნიშნავს  რომ  მოედანზე  მოსაგებად  არ  გავდივართ. ყველაფერი  პლეი-ოფში  გადაწყდება."

ალექსანდრე  ძაბირაძე,  ტატიშვილი: „თელასი  ძალიან  ძლიერი  გუნდია  დღეს  მე  ყველა  ფეხბურთელს  ვთხოვე ბოლომდე  დახარჯულიყვნენ.  ჩემი აზრით  ეს  არის  რეპეტიციები  პლეი-ოფების  წინ.  ოთხთა შორის   სულ  მალე  თითქმის  „ახალი  ჩემპიონატი" დაიწყება   და  ჩვენ  ამისთვის   მოვემზადებით."


ბრძოლა არ შედგა- კოლხმა აგორა იოლად დაამარცხა

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის XVIII ტური აგროსა და  კოლხის  დაპირისპირებით  დასრულდა,   ტურის  ცენტრალურ  შეხვედრაში   კოლხმა „ფინანსისტები" 6-1   დაამარცხეს.   გამარჯვებული გუნდის  რიგებიდან  დუბლი   ამირან  ცხომარიამ  გაიფორმა.

აბდულრაჰმან სარანი, კოლხი: „დღევანდელი შეხვედრისთვის ერთი  კვირის  განმავლობაში, მთელი დატვირთვით  ვემზადებოდით,  როგორც  ფიზიკურად  ასევე  ტაქტიკურად. მოხარული  ვარ  რომ  სასურველ შედეგს  მივაღწიეთ და  გავიმარჯვეთ.  წინ  პლეი-ოფებია  და   მაქსიმალურად  ვემზადებით,    რაც შეეხება  საქართველოს  ფუტსალის  ლიგას,  ვთვლიდი  რომ    დაბალი დონე  იყო,  თუმცა   რაც  აქ  ვთამაშობ  მივხვდი, რომ  არც  ასეთი  მარტივია საქართველოს  ფუტსალის  ლიგაში თამაში,  ვხედავ  რომ   საქართველოს  აქვს   პოტენციელი გაუტოლდეს  ევროპულ დონეს."

***

სატურნირო  ცხრილს   ტატიშვილი  43  ქულით  ლიდერობს, მას ორი  ქულით  ჩამოუვარდება  კოლხი, აგორას  38  ქულა  აქვს  ხოლო  სტუ-თელასი 37  ქულით  საპლეიოფო  ზონის  მეოთხე  ადგილს  იკავებს.