ქართველი ჯუდოკების კიდევ ერთი წარუმატებელი ტურნირი
ქართველი ჯუდოკების კიდევ ერთი წარუმატებელი ტურნირი
12.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფრანგეთში, ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს ნაკრები სტარტზევე, მერვედფინალში  ნიდერლანდების ნაკრებთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. მოგვიანებით ევროპის ძიუდოს ფედერაციის გვერდზე დაიწერა, რომ ფრანგულ მიულუზში მიმდინარე პირველობის საწყის ეტაპზე, საქართველოსა და ნიდერლანდების ორი ძლიერი გუნდის დაპირისპირება, ერთგბარი 2021 წლის ფინალის გამეორება გახდა. სამწუხარო იყო ის, რომ ამ გუნდებიდან ერთ-ერთი ასპარეზობას აუცილებლად გამოეთიშებოდა. განსხვავებით 2021 წლის ფინალიდან, რომელიც რუსულ უფაში ჩატარდა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა, ამჯერად, ნიდერლანდებს გაუმართლათ. მათი გუნდის წევრმა, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა იურ სპეიკერსმა და კი, ნიდერლანდელთა წარმატებაში დიდი წვილი შეიტანა. ალბათ, გახსოვთ, რომ სპეიკერსმა შარშან ფინალში საბასთან ორი ბრძოლა წააგო.

ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში ჯერ ეთერ ლიპარტელიანი დამარცხდა, შემდეგ მიხეილ ბახბახაშვილი და ნინო გულბანი. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს, პირველი ქულა, ლუკა მაისურაძემ მოუტანა, თუმცა, მომდევნო შეხვედრაში სოფიო სომხიშვილმაც წააგო. საქართველოს ნაკრების „თამაშში" დატოვება, საბა ინანეიშვილს შეეძლოა, თუმცა, ამჯერად, ზემოთხსენებული ჰოლანდიელი, უფრო თავდაჯერებული აღმოჩნდა.




საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე შემდეგი იყო:


-73კგ  - ფრიდონ გიგანი, მიხეილ ბახბახაშვილი

-90კგ - ლუკა მაისურაძე, უშანგი მარგიანი

+90კგ - საბა ინანეიშვილი, შალვა გურეშიძე

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი

-70კგ - ნინო გულბანი

+70კგ - სოფიო სომხიშვილი


ნიდერლანდების ნაკრებმა კი, ფინალშიც იასპარეზა დამარცხდა ფრანგებთან, 4-1 და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.  ერთი წლით, ევროპის ჩემპიონის ტიტული ფრანგებს ერგოთ. ბრინჯაოს მდელები კი, გერმანიისა და თურქეთის ნაკრებებს ხვდათ წილად.


ფოტო: @eju