
11-13 ნოემბერს, ბრიტანულ შეფილდი გრან პრის სერიის მეოთხე ეტაპი გაიმართა. ქართული გუნდი, გრან პრის სერიების ამ ეტაპზე ოთხივე დისციპლინაში იყო წარმოდგენილი.
Ice Sheffield- ზე მედლების პირველი ორი კომპლექტი გათამაშდა. სპორტულ წყვილებში ორი პროგრამის ჯამში, 165.60 ქულით მე-4 საფეხურზე გავიდა ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარკმანის წყვილი. ქართული გუნდის წარმომადგენლებმა, ორივე პროგრამაში სტაბილურად მე-4 პოზიცია დაიკავეს. მოკლე პროგრამაში ჩვენებს 58.70, თავისუფალში კი, 106.90 ქულა ერგოთ.
ფიგურული ციგურაობის ქართველი ქომაგი ალბათ, მამაკაცთა თანრიგში უფრო მაღალ საფეხურს ელოდა. თუმცა, შეფილდის ყინულზე, მორის ყვითელაშვილი, საბოლოოდ, მხოლოდ 195.25 ქულას და მე-8 ადგილს დასჯერდა. ყველასთვის მოულოდნელად, მორისი, მოკლე პროგრამის შემდეგ, 56.42 ქულით, ბოლო, მე-12 ადგილზე აღმოჩნდა. ქართველმა, თავისუფალ პროგრამაში კი დააგროვა 138.83 ქულა და 6 საფეხურით წინ გადმოინაცვლა, მაგრამ ეს, თუნდაც პირველ ხუთეულში შესასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი თავისუფალი პროგრამის წინ 70.71 ქულით მე-6 ადგილზე იყო. თავისულაფ პროგრამაში, 106.00 ქულით მე-5 აგილი დაიკავეს, თუმცა, საბოლოოდ, ჩვენებურებმა, მეათასედი ქულებით წინ ჩეხები გადაუშვეს და ორი პროგრამის ჯამში, 176.71 ქულით მე-6 ადგილს დასჯერდნენ.
ქართული გუნდიდან ყველაზე წარმატებული ანასტასია გუბანოვა აღმონჩნდა. ნასტიას მიერ შესრულებული მოკლე პროგრამა მსაჯებმა მაღალი ქულით შეაფასეს, როგორც ტექნიკურ, ასევე კომპონენტურ ნაწილში. შესაბამისად, 66.82 ქულით, გუბანოვა თავისუფალი პროგრამის წინ, მე-3 საფეხურზე იყო და მას მხოლოდ, იაპონელი და აშშ-ს მოციგურავეები უსწრებდნენ. ჩვენი გუნდის, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, ერთ-ერთმა ლიდერმა, თავისუფალი პროგრაში შედარებით სუსტად იასპარეზა, 126.29 ქულა დააგროვა და მე-5 საფეხურზე, იაპონელი, აშშ-ს, კორეელი და პოლონელი სპორტსმენების შემდეგ აღმოჩნდა, თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, გუბანოვამ 193.11 ქულა დააგროვა და გრან პრის ეტაპის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.





ჩვენ








