საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
14.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ნაკრები ტრადიციას არ ღალატობს და შეკრებს, დაანონსებული შემადგენლობის ცვლილებით იწყებს. ამჯერად, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ნოემბრის ამხანაგურ სპარინგზე არ იქნება ხვიჩა კვარაცხელია. ის, ვილი სანიოლმა, ბათუმის დინამოელი სანდრო ალთუნაშვილით ჩაანაცვლა. ამის შესახებ ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც განაცხადა, თუმცა, ამავე გვერდმა ამ მომენტამდე არ დააკონკრეტა ითამაშებს თუ არა მაროკოს წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც „სლოვანის" ბოლო შემადგენლობაში ივარჯიშა, პენალტი გამოიმუშავა და 2-0  „რუჟომბეროკი" დაამარცხა. საქართველოს ნაკრების სამედიცინო გუნდი, „ჩაკვეს" დააკვირდება და შემდეგ გადაწყვეტს, მოახეხრებს ის ნაკრების დახმარებას თუ არა.

„გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმას რაც შეეხება, სერიოზული არაფერია, მაგრამ 2-3 დღე დასვენება სჭირდება. ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა მაროკოს წინააღმდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად იყოს, რომ თავი გუნდის ნაწილად იგრძნოს", - ამბობს ვილი სანიოლი დღეს, შერატონ მეტეხე პალასში გამართული ტრადიციული შეხვედრისას ქართველ მედიასთან.


საქართველოს ნაკრები კი დღეიდან, წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის შეუდგა მზადებას. გუნდი ილია კოკაიას სახელობის  თბილისის ზღვის სპორტულ ცენტრში დღეს პირველად ივარჯიშებს.  15 ნოემბერს კი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის იქ გააგრძელებს მზადებას.