
ილიას ზუროსის გუნდმა იტალიასთან მოგება კვლავ სამომავლოდ გადადო, არადა, საქართველოს ნაკრები, ოდნავ უფრო ზუსტი და ალბათ, თავდაჯერებული რომ ყოფილიყო, დღეს, თბილისი არენაზე, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მოგებაც შეეძლო და ფინალურ ეტაპსაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებოდა. თუმცა, დღეს ეს იტალიელებმა, გააკეთეს, რომლებმაც გვარიანად ინერვიულეს, მაგრამ მიზანს, საბოლოოდ მაინც მიღწიეს. ჩვენ კი, კვლავ ორ ნაბიჯში ვართ.
„ასეთი მარცხის შემდეგ ლაპარაკი რთულია. მეტოქეს უფრო მეტი სამქულიანის სროლის საშუალება მივეცით, ვიდრე ორქულიანის, დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც მწვრთნელებმა დაგვავალეს... ბურთი ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ, მათ შორის, პირველ რიგში მე. ვიბრძოლეთ, მაგრამ რაც ბოლო წამზე მოხდა, თქვენც ნახეთ, რაზეც მთელ პასუხისმგელობას საკუთარ თავზე ვიღებ. თუმცა, ამით არაფერი დასრულებილა. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია და მომდევნო მატჩებში შეგვიძლია მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა", - იტყვის თამაშის შემდეგ თორნიკე შენგელია, რომელსაც იტალიელები კარგ დაცვას ეთამაშნენ, ქართველთა გუნდის კაპიტნის ანგარიშზე კი, თამაშის შემდეგ, მხოლოდ 15 ქულა და 6 მოხსნა იყო.

მეოთხედების მიხედვით ანგარიშს (19-24, 21-19, 18-17, 26-25) თუ მივყვებით, ნათელია, რომ ჯანმარკო პოცეკოს გუნდმა, საქართველოს ნაკრებს პირველ მეოთხედშივე მიანიშნა, რომ ის დღეს, თუნდაც ქულით, მაგრამ თამაშს მაინც მოიგებდა. იტალიის ნაკრებმა 5 ქულიანი გაქცევით დაიწყო და მიჰყვა იმ გეგმას, რომელზეც თამაშის დაწყებამდე სტუმართა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაპარაკობდა - შეზღუდა შენგელია, შერმადინი, მაკფადენი და მეტ-ნაკლებად ზუსტი იყო პერიმეტრზე. იტალიელებმა 40 მცდელობიდან (საქართველოს ნაკრებმა 40-ჯერ მისცა შანსი იტალიელებს ესროლათ 3-ქულიანი), 16 ზუსტად გამოიყენა. აქედან 10, მხოლოდ პირველ ორ მეოთხედში. აქვე შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენებს, პერიმეტრიდან მხოლოდ 29-ჯერ ასროლინეს, საიდანაც ზუსტი 12 გამოდგა. ამ მხრივ, პროცენტულ მაჩვენებს თუ, შევადარებთ, იტალიელებს ჩვენ ოდნავ, სულ რაღაც 1,4 %-ით ვაჯობეთ. თუმცა, ეს შვება არაა. ზუროსის გუნდს, ნერვიულობა, მაინც ემჩნეოდა.

„მარცხის მიუხედავად, პირველ რიგში მინდა, ჩემი კალათბურთელები შევაქო, რადგან მათ იბრძოლეს და გულით ითამაშეს. თოკომ დიდი სამუშაო შეასრულა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვქონდა. ძალიან გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ წავაგეთ. წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ჩემი კალათბურთელების მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ, რადგან მომდევნო ორი თამაშის მოგება შეგვიძლია. იმედი მაქვს, მიუხედავად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისა, იტალია მომდევნო მატჩებს ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობა არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან რთული გრაფიკი გვქონდა. გზაში 11 საათი ვიყავით, ისლანდიაში ჩასვლაზეც პრობლემები შეგვექმნა, უკან დაბრუნების შემდეგ კი მხოლოდ ერთი დღე გვქონდა სავარჯიშოდ და ძლიერ მეტოქესთან თამაში მოგვიწია. წაგებას ჩემს თავზე ვიღებ, რადგან მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს", - ამბობს ზუროსი მატჩის შემდეგ.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო - გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი. მატჩის ბოლოს ხუთივე კალათბურთელს 10 ქულიანი ზღვარი ჰქონდა გადალახული. თუმცა, შენგელიას, რომელიც დღეს, იტალიასთან, ქართული გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო 15 ქულით, ასევე შერმადინის 14 ქულითა და 13 ქულიანი მაკფადენის გვარების გასწვრივ, ქართველი ქომაგი ცოტა უფრო მეტი ქულის ხილვას ვართ ხოლმე მიჩვეული. ამ მხრივ, სტაბილური იყო დუდა სანაძე, რომლსაც გიორგი ცინცაძესთან და მიხეილ ბერიშვილთან ერთად, საერთო ჯამში საქართველოს მიერ ნასროლი 12 სამქულიანიდან, 3-3 მოდის. ისინი ამ კომპონენტში 60%-იანი სიზუსტით მოქმედებენ. ალბათ, აღნიშვნის ღირსია, ისიც, რომ უკვე მეორე შეხვედრაა, მიშო ბერიშვილი საჭირო მომენტში, ახერხებს საჭირო ქულების აღებას და ნაკრებს ღრმად სუნთვის საშუალებას აძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთის ანგარიშზე 4, მეორისაზე კი, მხოლოდ 2 ქულა იყო, მთელ რიგ ეპიზოდებში, ბოლომდე იბრძოლეს რატი ანდრონიკაშვილმა და ბექა ბექაურმა. მათ გარდა ზურუსმა დღეს, თამაშის საშუალება კახა ჯინჭარაძესაც მისცა. აი, მერაბ ბოქოლიშვილი, გიორგი კორსანტია და ილია ლონდარიძე კი, გუნდს სკამიდან ამხნევებდნენ.

მატჩის ბოლის საქართველოს ნაკრებიდან, ფიბა-მ გოირგი შერმადინი გამოარჩია. საქართველოს ნაკრების ცენტრს, მარგი ქმედების კოეფიციენტი 23% ჰქონდა (14 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 მოპარვა და 1 ბლოკი), 3-ით მეტი, მარკო სპისუზე.
დრამატული გამოდგა შეხვედრის ბოლო წამები, მაკფადენმა 3-ქულიანი ააცილა, იტალიელებმა საჯარიმოები „მაზეს". ალბათ, ბოლო 6 წამში, ქართველთა გუნდის შემოტანილი ბურთი, ცოტა უფრო ადრე, რომ მოხვედრილიყო შენგელიასთან, კაპიტანს კი, სულ რაღაც მეათასედი წამით ადრე გაეშვა ის ფარისკენ, ქართველებს, მატჩის გადასარჩენად საჯარიმო სროლები დარჩებოდა, იტალიას კი, იგივი მეათასედი წამები მოსაგებად.

მატჩის სრული სტატისტიკა
ილიას ზუროსის გუნდმა ლამაზ საკალათბურთო დრამაშიი 1 ქულით, 84-85 წააგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი საგზურის აღება 2023 წლისთვის გადადო. თებერვალში, საქართველოს ნაკრებს, ორი შეხვედრა უწევს, ჯერ ნიდერლანდებში, ჯგუფის აუტსაიდერთან და ბოლოს, სახლში, ისლანდიასთან. შესაბამისად, ჩვენს გუნდს, ორივე თამაშის მოგება სჭირდება, რაც სწორი ანალიზის და დასახული გეგმის ზუსტად შესრულების შემთხვევაში არც თუ რთული მისაღწევია.
იტალიელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოსთან მატჩამდე სურვილი გამოთქვა მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრები იხილოს, თუმცა, იმედია, რომ სამართლიანი თამაშის პრინციპებიდან გამოდინარე იტალიელები, ბოლომდე იბრძოლებენ და თებერვალში, სახლში, უკრაინასთან თამაშს, მეასე შემადგენლობით არ გაუმართავენ. თუმცა, ასეც და ისეც, საქართველოს ნაკრებს დარჩენილი ორი თამაში მოსაგები აქვს!

საქართველოსა და L ჯგუფუში დარჩენი სხვა თამაშები:
23 თებერვალი: ისლანდია-ესპანეთი, ნიდერლანდები-საქართველო, იტალია-უკრაინა
26 თებერვალი: უკრაინა-ნიდერლანდები, საქართველო-ისლანდია, ესპანეთი-იტალია

მატჩის სრული ფოტო-ალბომი





ჩვენ








