
წყალბურთის კლუბმა „დინამო თბილისმა" საგრძნობლად განახლებული და შეიძლება ითქვას, გაახალგაზრდავებული შემადგენლობით, „ბარსელონეტას" 8 გოლი (ერთით მეტი, ვიდრე აქამდე ჰქონდა გატანილი) გაუტანა და ერთი პერიოდი მოუგო კიდეც. ამასთან, გამოსცადა გუნდის ახალი წევრები, მათ შორის 20 წლის უნგრელი მეკარე ბრენდონ ჯაპიაში და გუნდის სხვა ახალი ლეგიონერები.
„ჩვენ, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ და ხარისხში სხვაობა ბუნებრივი იყო. ეს ჩვენი პირველი თამაში იყო, გუნდის ზოგიერთი მოთამაშე ოთხი-ხუთი თვის უთამაშებელი, მაშინ როცა „ბარსელონეტას"უკვე ჩატარებული აქვს 20 თამაში, იმედნი რამდენიც ჩვენს მოთამაშეებს შეიძლება ითქვას, სეზონის მანძილზე აქვთ ხოლმე. ამას გარდა, ჩვენთან არის 7-8 მოთამაშე, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო თამაში იყო. თუ ამას ყოველივეს შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კმაყოფილები ვართ მატჩის რიგი მომენტებით. როგორც მწვრთნელი, ვიტყოდი, რომ უნდა ვეცადოთ შეცდომების გამოსწორებას და მომდევნო თამაშები უკეთესად ჩავატაროთ. ჩვენ გვიჭირდა მათი მძიმე პრესინგის წინააღმდეგ თამაში მეორე და მესამე პერიოდში. ცნობილია, რომ „ბარსელონეტას" პრესინგი მსოფლიოს მასშტაბით 2-3 საუკეთესოთა შორის არის და ეს, უდიდესი გამოწვევა იყო. საბოლოოდ. მე კმაყოფილი ვარ იმ სანახაობით, რომელიც ჩემმა გუნდმა შემოგვთავაზა. ამ ჯერზე, ეს ჩვენი მაქსიმუმი იყო", - ამბობს დეიან სტანოიევიჩი, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი.
„დინამო თბილისმა" ანგარიში მეტობაში ყოფნისას გახსნა. ახალი სეზონის პირველი გოლი ხვიჩა ჯახაიამ გაიტანა. თუმცა, მალევე სტუმრებმა 5-მეტრიანით გაგვითანაბრეს. კიდევ რამდენიმე წამში, დინამოელები კვლავ წინ გავიდნენ. ამჯერად, გოლი, იოვან სარიჩმა გაიტანა. 14 წამის შემდეგ, კლუბის ახალწვულმა, სტეფან პიეშივაცმა, რომელმაც საერთო ჯამში დღეს დუბლი გაიფორმა, ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა ქართული კლუბი... ამ მონაკვეთში, კიდევ ორი გოლი გავიდა - ჯერ „ბარსელონეტამ" აღადგინა სტატუს-კვო. შემდეგ კი, გიორგი მესხმა ანგარიშში სხვაობა კვლავ ორ ბურთამდე გაზარდა.
როგორც ჩანს, სტუმარი გუნდის ცუდი თამაში დაცვაში, დინამოელთა დაუფასებლობით იყო გამოწვეული. გუნდები ამ მატჩამდე, წინა წლებში ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიშებიდანაც ჩანს, რომ თამაშები „ცალკარში" იყო 7-20, 4-18, 5-17, 6-17. ამჯერად, კი, თბილისური კლუბი, შეხვედრის საწყის მონაკვეთში, სტუმართა აწეული თამაშობდა და ეს მათ, კარგად გამოსდიოდათ. კარში ყურადღებით იდგა კარის მცველიც.
თუმცა, მეორე პერიოდიდან სტუმრებმა ამოქოქეს და არ გაგვანძრიეს. ანგარიში 7-მდე გაზრდეს. აქ, გოლი, გუნდის კიდევ ერთმა დებიუტანტმა არტიომ დიხტიარენკომაც გაიტანა. „ბარსელონეტამ" ეს მეოთხედი საბოლოოდ, 2-6 მოიგო. პერიოდის ბოლოს, პიეშივაცმა კიდევ ერთხელ გაიტანა. შესვენებაზე ანგარიში 6-8 იყო, სტუმართა სასარგებლოდ.
მესამე პერიოდში კი, ესპანელებმა საქმე დაასრულეს 1-4 მოგვიგეს. ქართული გუნდიდან, ამ მონაკვეთში, მხოლოდ დიხტიარენკომ გაიტანა. შესაბამისად, მატჩის ბოლო მონაკვეთში, „ბარსელონეტამ" მხოლოდ, თამაში გააკონტროლა, 2 გოლი გაგვიტანა, თუმცა, ერთი მაინც გაუშვა. ამჯერად, სტუმართა კარი გიორგი კირიაკიდიმ გაიტანა.
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი სასტარტო შეხვედრაში, „დინამო თბილისი" საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე" ესპანურ „ბარსელონეტას" 8-14 (4-2, 2-6, 1-4, 1-2) დამარცხდა, თუმცა, განახლებული და სპარინგების არ ქონის გუნდის კვალობაზე, არც თუ ურიგი თამაში აჩვენა.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი, კვლავ თბილისში, 29 ნოემბერს „ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართავს.





ჩვენ








