„დინამო თბილისის“ ფუტსალის გუნდი ნოემბრიდან „საქმეში“ ჩაერთვება...
„დინამო თბილისის“ ფუტსალის გუნდი ნოემბრიდან „საქმეში“ ჩაერთვება...
17.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიელების ბაზაზე - მათ, ვინც დიდი ფეხბურთი არ ითამაშა, ნოემბრის ბოლოდან, ახალი თავგადასავალი იწყება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, უკვე ორი კვირაა, ფუტსალის ახალი გუნდი, „დინამო თბილისი" ვარჯიშობს, რომელსაც სათავეში, ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე კახა მაისაია უდგას. მას, ასისტენტობას ბექა ტყემალაძე გაუწევს. გუნდის მენეჯერ გიორგი შანიძე იქნება.

„დინამო თბილისი", გამომდინარე იქიდან, რომ სულ ახლახანს შეიქმნა, ასპარეზობას, ქვედა მესამე ლიგიდან დაიწყებს და ძლიერთა შორის მოსახვედრად ნაბიჯ-ნაბიჯ იბრძოლებს. გუნდმა, რომელიც პირველ ოფიციალურ თამაშებს ნოემბრის ბოლოს, კონკრეტულად კი, 27 ნოემბერს ჩაატარებს, ერთი ამხანაგური სპარინგი უკვე გამართა, GIPA-ს გუნდთან და გახლდათ,  სოლიდური ანგარიშით 11-0 გაიმარჯვა.


დინამო თბილისის გადაწყვეტილებით ჩვენი გუნდის აკადემიის ბაზაზე ფუტსალის კლუბი დინამო თბილისი ჩამოყალიბდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველის ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე კახა მაისაიაა, მისი ასისტენტი კი, ბექა ტყემალაძე გახლავთ, გუნდის მენეჯერი კი, გიორგი შანიძე.


 აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გუნდში 12 მოთამაშე ირიცხება. სასელექციო პროცესი კი, კვლავაც გრძელდება. კონკრეტულ მომენტში, ახალი, სადებიუტო სეზონის წინ, 12 მოთამაშეს შორის არიან:


მეკარე: გიორგი ცხვედიანი


წინა ხაზი: თორნიკე მაჭავარიანი, ლაშა-გიორგი ობოლაძე, ალექსანდრე მერზლიაკოვი, ლუკა დიხამინჯია, ცოტნე მესხი, კახაბერ მაღლაკელიძე, თემურ ბოჭორიშვილი, ლაშა ჯიქია, გიორგი ქსოვრელი, გიორგი ამანათიძე, ალექსანდრე ცირეკიძე.


და ბოლოს „დინამო თბილისის" მეტოქეთა ვინაობა და კალენდარი, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ლიგის პრეზენტაცია კი, 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.