
„დინამო თბილისი" მესამე წრის, მესამე საშინაო შეხვედრას დიდი ანგარიშით იგებს. თბილისელებმა ამჯერად, 23-ე ტურში, „ჩიხურას" უმასპინძლეს და 5:0 იმარჯვეს. ანგარიშის გახსნა ბექა მიქელთაძეს შეეძლო, რომელმაც აკაკი შულაიას ზუსტი გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასვლა მოახერხა. ამან კი საჩხერელთა მცველი, თორნიკე გრიგალაშვილი აიძულა შეცდომა დაეშვა და ანგარიში ავტოგოლით გაიხნსა. თუმცა, ამ დღეს ბექამ 2 გოლი მაინც ჩაიწერა, 55-ე და 74-ე წუთებზე. ახლა დინამოელის სათვალავში 11 გატანილი გოლია და ის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა.
სხვათა შორის, ბომბარდირთა დავაში მე-3, მე-4 და მე-5 ადგილებზე „დინამოს" ფეხბურთელთა გვარები ფიქსირდება. თუმცა, მათ შორის მხოლოდ ორს, ბექა მიქელთაძეს და მიკოლა კოვტალიუკს (10 გატანილი ბურთი მინდინარე ჩემპიონატში) შეუძლიათ შედეგის გაუმჯობესებას. რაც შეეხება მესამეს, ბაჩანა არაბულს (11 გოლი), მეორე წრის დასრულების შემდეგ ის უნგრეთში გადაბარგდა სათამაშოდ და ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავას ამ ეტაპზე გამოეთიშა.
23-ე ტურში, „დინამოს" შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა აკაკი შულაიამ. ლაშა ქოჩლაძე, კი რომელიც კაჭარავამ, დღეს, მატჩის 83-ე წუთზე გამოუშვა მინდორზე, მესამე წრის, მესამე საშინაო შეხვედრაში, მესამე გოლი გაიტანა. საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდა დღევანდელ შეხვედრაში - „დინამომ" საქართველოს ჩემპიონატებში საიუბილეო, მე-2000 ქულა დააგროვა, მიმდინარე გათამაშებაში კი დინამო არენაზე, ზედიზედ მე-10 შეხვედრა მოიგო.
23-ე ტურის შემდეგ „დინამო თბილისი" კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. მას ახლა, 53 ქულა აქვს და 6 ქულით უსწრებს, მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოს". მომდევნო შეხვედრას თბილისელები ბათუმში, 26 აგვისტოს, ბათუმის რაგბი არენაზე, ადგილობრივი „დინამოს" წინააღმდეგ გამართავენ. რაც შეეხება „ჩიხურას", საჩხერლები დღევანდელი მარცხის შემდეგ, რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან თუ კლუბს სურვილი აქვს მოხვდეს ევროთასებზე, დარჩენილ შეხვედრებში ქულების მაქსიმუმის აღება მოუწევს. მომდევნო მატჩს, „ჩიხურა" 25 აგვისტოს, ივანწმინდაში, „საბურთალოს" წინააღმდეგ გამართავს. ამ მომენტისთვის კი სატურნირო ცხრილში 33-33 ქულით მე-6-7 ადგილებს, სწორედ „ჩიხურა" და „საბურთალო" ინაწილებენ.
„დინამო თბილისი“ მესამე წრის, მესამე საშინაო შეხვედრას დიდი ანგარიშით იგებს. თბილისელებმა ამჯერად, 23-ე ტურში, „ჩიხურას“ უმასპინძლეს და 5:0 იმარჯვეს. ანგარიშის გახსნა ბექა მიქელთაძეს შეეძლო, რომელმაც აკაკი შულაიას ზუსტი გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასვლა მოახერხა. ამან კი საჩხერელთა მცველი, თორნიკე გრიგალაშვილი აიძულა შეცდომა დაეშვა და ანგარიში ავტოგოლით გაიხნსა. თუმცა, ამ დღეს ბექამ 2 გოლი მაინც ჩაიწერა, 55-ე და 74-ე წუთებზე. ახლა დინამოელის სათვალავში 11 გატანილი გოლია და ის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა.
სხვათა შორის, ბომბარდირთა დავაში მე-3, მე-4 და მე-5 ადგილებზე „დინამოს“ ფეხბურთელთა გვარები ფიქსირდება. თუმცა, მათ შორის მხოლოდ ორს, ბექა მიქელთაძეს და მიკოლა კოვტალიუკს (10 გატანილი ბურთი მინდინარე ჩემპიონატში) შეუძლიათ შედეგის გაუმჯობესებას. რაც შეეხება მესამეს, ბაჩანა არაბულს (11 გოლი), მეორე წრის დასრულების შემდეგ ის უნგრეთში გადაბარგდა სათამაშოდ და ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავას ამ ეტაპზე გამოეთიშა.
23-ე ტურში, „დინამოს“ შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა აკაკი შულაიამ. ლაშა ქოჩლაძე, კი რომელიც კაჭარავამ, დღეს, მატჩის 83-ე წუთზე გამოუშვა მინდორზე, მესამე წრის, მესამე საშინაო შეხვედრაში, მესამე გოლი გაიტანა. საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდა დღევანდელ შეხვედრაში - „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატებში საიუბილეო, მე-2000 ქულა დააგროვა, მიმდინარე გათამაშებაში კი დინამო არენაზე, ზედიზედ მე-10 შეხვედრა მოიგო.
23-ე ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. მას ახლა, 53 ქულა აქვს და 6 ქულით უსწრებს, მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისის „ტორპედოს“. მომდევნო შეხვედრას თბილისელები ბათუმში, 26 აგვისტოს, ბათუმის რაგბი არენაზე, ადგილობრივი „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავენ. რაც შეეხება „ჩიხურას“, საჩხერლები დღევანდელი მარცხის შემდეგ, რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან თუ კლუბს სურვილი აქვს მოხვდეს ევროთასებზე, დარჩენილ შეხვედრებში ქულების მაქსიმუმის აღება მოუწევს. მომდევნო მატჩს, „ჩიხურა“ 25 აგვისტოს, ივანწმინდაში, „საბურთალოს“ წინააღმდეგ გამართავს. ამ მომენტისთვის კი სატურნირო ცხრილში 33-33 ქულით მე-6-7 ადგილებს, სწორედ „ჩიხურა“ და „საბურთალო“ ინაწილებენ.













ჩვენ








