დიდი 10-ის ფინალი - აია vs ლოკომოტივი
დიდი 10-ის ფინალი - აია vs ლოკომოტივი
06.05.2018
ავტორი:

დღეს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე 2017-18 წლების სეზონის დიდი 10-ის მეორე ფინალისტი გაირკვა.

უშეღავათო ბრძოლაში თბილისის „ლოკომოტივმა" წინა სეზონის ჩემპიონს - გორის „ჯიქს" 22:13 სძლია და დიდ ფინალში გავიდა, სადაც ტიტულის მოპოვებას ქუთაისის „აიასთან" შერკინებაში შეეცდება.

რაც შეეხება „ჯიქს", გორელთა გუნდი წლევანდელ გათამაშებაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

დიდი ფინალი 13 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.


მასალა და ფოტო მოამზადა ეკა ელოშვილმა