ნიკა ეგაძე გრან პრის მეხუთე ეტაპზე ორი შეხვედრის ჯამში მეშვიდე იყო!
ნიკა ეგაძე გრან პრის მეხუთე ეტაპზე ორი შეხვედრის ჯამში მეშვიდე იყო!
19.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იაპონიაში,  ქალაქ საპოროში გამართულ გრან პრის სერიის რიგით მე-5 ეტაპი ჩატარდა. განსხვავებით წინა ეტაპისგან, ამჯერად ტურნირში მონაწილეობა საქართველოს მხოლოდ ერთმა წარმომადგენლმა, ნიკა ეგაძემ მიიღო. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველისთვის ეს, საფრანგეთის ტურნირის შემდეგ, რიგით მეორე ეტაპია. 

საპოროში ნიკამ, 8 ქვეყნის 12 რეიტინგულ მოციგურევესთან ერთად იასპარეზა და ორი პროგრამის ჯამში, მე-7 ადგილი დაიკავა. მის მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ მსოფლიოს  მოქმედი  ჩემპიონი  იაპონელი  შომა უნო. ასევე, საკმაოდ  გამოცდილი კორეელი, ამერიკელი, იტალიელი, კანადელი და იაპონელი მოციგურავეები.


მოკლე პროგრამაში ნიკამ, ორი  ოთხმაგი  ნახტომისა  და  სხვა ტექნიკური  ელემენტების საკმაოდ კარგად შესრულებისათვის 84.47 ქულა მიიღო და თავისუფალი პროგრამის წინ მე-5 საფეხურზე გავიდა. აქ, აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკას ტექნიკურმა ქულამ 48.22 შეადგინა, რაც 12 მონაწილეს შორის მესამე მაჩვენებელი იყო.


დღეს კი, ნიკამ თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა და 148.39 (74.70  / 74.69) ქულა დაიმსახურა. მის პროგრამაში ამჯერად 3 ოთხმაგი ნახტომი იყო - 4-მაგი ტულუპი+3ტულუპი, 4-მაგი სალჰოვი და 4-მაგი ტულუპი. საერთო ჯამში, ნიკამ კარგად გაართვა თავი 12 ელემენტისგან შემდგარ პროგრამას, თუმცა, მხოლოდ 8 ადგილს დასჯერდა.