ლეგიონი გახურდა!
ლეგიონი გახურდა!
20.11.2022
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი შერმადინი და მისი "ტენერიფე" ისევ შეუჩერებელნი არიან. ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში კუნძულელებმა ერთ-ერთ ამბიციურ გუნდ
"ვალენსიას" უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით - 94:74 დაამარცხეს.

გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ლეგიონერმა. შერმადინი ამჯერად მატჩის საუკეთესო ვერ გახდა, თუმცა გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა. გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და არასრულ 25 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შერმადინმა 13-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი ასპროცენტიანი იყო: 5-დან 5.


ტენერიფელთაგან საუკეთესო შედეგი ხაიმე ფერნანდესმა დააფიქსირა, რომელმაც 22 ქულა და 7 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 30 შეადგინა, შერმადინის ანალოგიური მაჩვენებელი კი 22 გახლდათ. 12-12 ქულა საშუ სალინმა და ფრან გუერამ მიითვალეს.


ტენერიფემ სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა და ლიგის ლიდერია. გიორგი შერმადინის გუნდის მომდევნო მეტოქე ბრეოგანი იქნება, რომელიც ამჟამად მე-7 ადგილზეა.



ფრაგმენტები მატჩიდან





ბექა ბურჯანაძის დებიუტი იტალიის სერია "ა"-ში. ქართველი ფორვარდის გუნდმა რეჯიო ემილიამ ვერონას უმასპინძლა და 5 ქულით - 65:70 დამარცხდა.


ბურჯანაძემ 10 ქუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ბექამ 2 ორქულიანი ააცილა, ხოლო 2 სამიანიდან ერთი გამოიყენა. 

2 მოგებითა და 5 მარცხით რეჯიო ემილია ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო ტურში ბურჯანაძის გუნდი ბოლოადგილოსან სკაფატის დაუპირისპირდება.