
ხვალ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ბლიც-ტურნირის მეორე შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის შეგირდები ამჯერად, უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც თავის მხრივ, გუშინ, 19 ნოემბერს, ისრაელთან შეხვედრა, თბილისში, ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის ბაზაზე ფრედ, 1-1 ითამაშეს.
სფფ-ს სანაკრებო გვერდი თამაშამდე ავრცელებს ინფორმაიცას, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინელ თანატოლებთან შეხვერდაში, რომელიც კვლავ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ჩვენს 21-წლამდებს, ეროვნული ნაკრების შეკრებიდან დაბრუნებული სამი ფეხბურთელი დაემატება. გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდს 19 ნოემბერს შეუერთდნენ და საწვრთნელ პროცესშიც მიიღეს მონაწილეობა.
მიმდინარე შეკრებაზე 21-წლამდეთა შორის არ არის ტრავმირებული გიორგი მოისწრაფიშვილი და კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის გუნდში თამაშზეც, დიდი ალბათობით, ბევრი იქნება დამოკიდებული. ისიც, იმ შემთხვევაში, თუკი, 2023 წლის ივნისსა და ივლისში ვილი სანიოლი და რამაზ სვანაძე, ხვიჩა კვარაცხელიას „გაყოფას" მოახერხებენ. გეტყვით იმასაც, რომ სვანაძის ნაკრებში წესით და რიგით, გიორგი მამარდაშვილსა და ზუკა დავითაშვილსაც უწევთ თამაში. თუმცა მოვლენებს წინ არ გადავასწროთ.
წლის კალენდარულ სეზონს კი, რამაზ სვანაძის გუნდი, რომელიც ევროპის 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, ორშაბათს, 21 ნოემბერს, გორში, უკრაინის 21-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 18:00 დაიწყება. აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე ბლიც ტურნირის ფარგლებში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 16 ნოემბერს, გორში, ისრაელელ თანატოლებათან 1-2 დამარცხდა.
სფფ-ს ფოტო / @თამარ ყულუმბეგაშვილი





ჩვენ








