არჩილმა და გიორგიმ ოქროს წერაყინი ჩაიბარეს
არჩილმა და გიორგიმ ოქროს წერაყინი ჩაიბარეს
20.11.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველმა მთამსვლელებმა არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ კუთვნილი Piolets d'Or 2022 -ი ჩაიბარეს. ჩვენებურებს ოქროს წერაყინი ფრანგულ ბრიანსონში გადასცეს. 

ჩრდილოეთ სარაგჰრარი, პირველასვლა ჩდრილო-დასავლეთის მხრიდან, 2300 მ, მარშრუტის სირთულე  ED2 ან რუსული/ კავკასიური ნიშნულით 6B, 6b M5+ A3+ 80-90°, ასვლა განხორციელდა 2021 წლის 3-10 სექტემბერს. მარშუტიდან დაშვებას დასჭრდა ერთი ღამისთევა.


სარაგჰრარის მასივი, სულ ახლოს სამხრეთით ავღანეთის საზღვართან პაკისტანის ჰინდი ქუშის ნაკლებად მონახულებადი მხარეა, აქვს რამდენიმე მწვერვალი და მთალვლელიც მხოლოდ რამდენიმეა მათზე ასული. ჩრდ, სარაგჰრარი (7.300 მ), 1970 და ადრეულ 80-იან წლებში, საკმაოდ ძლიერი ესპანური გუნდის არაერთი და გაბედული მცდელობის მიუხედავად, სამხრეთ-დასავლეთი კონტრფორსიდან აუსვლელი იყო. მათგან ბოლო წარმომადგენლები, ჩრდილო-დასავლეთის ქედზე, 7150 მეტრზე იდგნენ. ამ ადგილს, სარაგჰრარი ჩრდილო-დასავლეთი II-ით იცნობენ. ქართველებმა, არჩილ ბადრიაშვილმა, ბაქარ გელაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ არჩევანი ჩრდილო-დასავლეთით გაუვლელი გზაზე გააკეთეს,  რომლის ზედა ნაწილში კლდოვანი მონაკვეთი, ჩრდილო-დასავლეთ ქედს უერთდება. მათ ასასვლელად ასევე სექტემბრის თვე შეარჩიეს, რომელიც უფრო გვიანია, ვიდრე ეს მიღებულია, ამით კი, თავი აარიდეს დღის მანძილზე სიცხეს და მოსალოდნელ ქვათაცვენებს.


საბაზო ბანაკიდან, რომელიც „როშ გოლ"-ში (Rosh Gol) 4200 მეტრზე მდებარეობს, მოკლე სააკლიმატიზაციო პერიოდში, Languta-e-Barfi (6,833მ)-ის სამხრეთის მხრიდან და დასავლეთის ქედზე (1,800m, TD 60°-ice 75°-snow), პირველი ასვილით შთაგონებული სამეული, 6400 მეტრზე ერთი ღამისთევით (დაშვებისას), მწვერვალზე ადის. ეს იყო მწვერვალზე მეოთხე ასვლა, მაგრამ პირველი პაკისტანის მხრიდან.


დაახლოებით 9 დღის შემდეგ, რაც ქართველებმა, 3 სექტემბერს, დაიწყეს ჩრდილო-დასავლეთ სარაგჰრარის მწვერვალზე ასვლა, ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, სადღაც 5000 მეტრიდან, გზა გააგრძელეს, გაუკვალავ ღრმა თოვლსა და ყინულის კულუარში, რომელიც მარშრუტის ქვედა ნაწილშია, 6200 მეტრზე მდებარე ღამისსათევამდე.  ზევით, მარშრუტის ძირითადი მონაკვეთი ციციაბო გრანიტის კედელია. რთული, შერეული, თავისუფალი ცოცვის სტილის მონაცვლეობით, მოახერხეს ღამისსათევების გაშლა, 6400, 6600, 6850 და 7000 მეტრზე, უკვე კედლის ბოლოში.  ამ ურთულეს შრომას, ვერტიკალზე, სადაც 250-მეტრიან ბუხარში მუშაობას მხოლოდ 7 საათი დასჭირდა, საერთო ჯამში ხუთი-ექვსი დღე მოანდომებს.


კედლის თავზე არის გრძელი კომპლექსური კარნიზული ქედი 300-მეტრიანი ვერტიკალური ასასვლელით. ქართველებმა, ბოლო ღამისსათევი ესპანური გზის დასაწყისთან გააკეთეს და მერვე დღეს, ურთულესი მუშაობის ხარჯზე, ავიდნენ მწვერვალზე. იმავე დღეს მათ მოახერხეს დაშვებულიყვნენ ღამისათევამდე, რომელიც ბუხრის თავზე ჰქონდათ, შემდეგ დღეს კი დილიდან, ჩრდილო-დასავლეთ კედელზე დაიწყეს დაშვება გვიან ღამემდე, სანამ ბოლომდე არ ჩამოვიდნენ ძირს.


ჟიურიმ არჩევანი გააკეთა მაღალ აუსვლელ მწვერვალზე, ნაკლებად ცნობილ არეალში, პირობითად საშუალო სირთულის, მანამდე აუსვლელი მხრიდან, იმ პატარა გუნდზე, რომელმაც ალპურ სტილში ხანგრძლივი ასვლით, მთელი რიგი ტექნიკური სირთულეებით 6200 მეტრის სიმაღლიდან, საკვანძო მონაკვეთებით 6750 და 7000 მეტრზე, რომელსაც უმაღლესი თავდადება სჭირდებოდა - აქ, ოქროს წერაყინის ასაღებად ყველა პირობაა.



არჩილ ბადრიაშვილი: დაიბადა მთამსვლელების ოჯახში. ცხოვრობს თბილისში და ადრე ბავშვობიდან ცოცავს კლდეზე, შეთავსებით სამთო გამყოლიც არის. მთელი რიგი რთულ მწვერვალებზე მიზნობრივი ასვლების, ზამთრის პირველი, ასევე სოლო ასვლების შემდეგ, მან კონცენტრირება და ახალი სამიზნე დაისახა - დაეწყო კვლევა მის მშობლიურ მთებში, ჰიმალაებში, ტიან შანში, ჰინდუ ქუშში, ასევე ყირგიზესთა და ნანგა პარბატზე.


ბაქარ გელაშვილი საქართველოში ბორჯომში დაიბადა, რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი ტყეებით, მინერალური წყლებითა  და სამთო-სათხილამურო კურორტით. ბაქარი დაახლოებით წელია არის სამთო მაშველი. ის არის წარმატებული გიდი, სხვა მხრივ, მას კავკასიის რთული კლასიკური მარშუტები აქვს გავლილი. ჩატინის ჩრდილოეთი კედელი, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გაიარა მისი ჰაილაითებიდან არის. ბაქარი, გიორგისა და არჩილთან ერთად ნეპალსა და პაკისტანში, ოთხ პირველასვლას ითვლი - ლარკია 6425მ, 2017 წელს, ნეპალში პანგბოჩე I და II 2019 წელს, სარაგჰრარი ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან 2021 წელს და მაკალუ, ამ წელს.  


გიორგი ტეფნაძე თბილისიდანაა და საქართველოში, ერთ-ერთი ლიდერი მთამსვლელია. 2014 წლიდან ის დაუღალავად დადის მთაში და სხვადასხვა სირთულისა და სიმაღლის მთებზე ადის. მრავალი პირველასვლა და ახალი მარშრუტი, რომელიც ძირითადად არჩილთან ერთად აქვს გავლილი  კავკასიის რეგიონში, ჰიმალაებში, ჰინდი ქუშსა და ტიან-შანზე მოდის. მას ასევე გავლილი აქვს ბევრი კლასიკური მარშრუტი ყირგიზეთში, ნანგა პარბატსა და მაკალუზე.



მომზადებულია pioletsdor.net -ის მიხედვით