„საბურთალოს“ და „დინამო თბილისის“ 3-3 ქულა
„საბურთალოს“ და „დინამო თბილისის“ 3-3 ქულა
07.05.2018
ავტორი:

ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრის პირველ ტურში, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბოლო საყაიმო ანგარიში გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტაიონზე დაფიქსირდა, სადაც „დილამ", „ტორპედოს" უმასპინძლა. ამ შეხვედრაში, ამგარიში 36-ე წუთზე 11-მეტრიანით სტუმრებმა გახსნეს. გოლი, ოლეგ მამასახლისმა ჩაიწერა, 0-1. აღსანიშნავია, რომ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა. თუმცა, თუ რიგ შემთხვევბში გორელ ფეხბურთელებს აკლდათ სიზუსტე, სხვაში დილელთა მეკარე, გიორგი ბეგაშვილი იყო მოწოდების სიმაღლეზე. საყაიმო გოლი კი, ტოპრედოელთა კარში, გორელთა ლეგიონერმა ლეანდრო რიბეირომ გაიტანა ალვინ ფორტესის გადაცემის შემდეგ, 1-1. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, თამაში არ იყო უხეში, არსენ ნონიკაშვილს 6-ჯერ მოუხდა ყვითელი ბარათის ჩვენება.



1-1 დასრულდა შეხვედრა ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე. „სამტრედიამ", რომელიც ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, საკუთარი სტადიონის რეაბილიტაციამდე, საშინაო მატჩებს თბილისში ატარებდა, ბოლო ტურებია (აღდგომის შემდეგ), სწორედ ამ სტადიონზე გადაინაცვლა. ფაქტია, რომ ამ გარემოებისა და გუნდში, უჩა სოსიაშვილის ნაცვლად, ბადრი კვარაცხელიას მისვლის შემდეგ, „სამტრედია", საშინაო თამაშებს აღარ აგებს. თუმცა, ვერც გამარჯვებას ახერხებს. არადა, შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 2 თვეში გუნდს ევროტურნირებზე მოუწევს თამაში და კვარაცხელიასაც სერიოზული გარჯა მოუხდება, რომ საერთაშორისო სარბიელზე „სამტრედიამ" ქვეყნის იმიჯი დაიცვას.



ვერა და ვერ მოძებნა თამაში ვერც „ლოკომოტივმა", რომელიც უჩვეულოდ, სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზეა. „ლოკომოტივმა" ვერც ამ შეხვედრაში მოახერხა „საკუთარი" გოლის გატანა და ქულა, 79-ე წუთზე, სამტრედიელთა მცველის, გივი ქარქუზაშვილის გატანილი გოლის წყალობით ჩაიწერა. ანგარიში კი, ამ შეხევდრაში 58-ე წუთზე, ზაურ ხაბეიშვილის გოლით გაიხსნა 1-0.

4 ბურთი გავიდა „კოლხეთი 1913"-სა და საჩხერის „ჩიხურას" დაპირისპირებაში. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის არბიტრმა, გოგა კიკაჩეიშვილმა, შეხვედრის 23-ე წუთზე, ფოთელთა მე-6 ნომერი ვლადიმერ პანამარიოვი გააძევა მინდვრიდან, კოლხებმა, ამ მომენტიდან 6 წუთში ანგარიშის გახსნა მოახერხეს. გოლი, 29-ე წუთზე ლაშა გოგონაიამ გაიტანა. მომდევნო 2 გოლი 6-წუთიან შუალედში 64-ე და 65-ე წუთებზე გავიდა. ფოთელთა კარი, ჯერ დავით იონანიძემ, შემდეგ კი, გიორგი ბუხაიძემ გაიტანეს და მატჩში დაწინაურდნენ 1-2. მიუხედავად ამისა, სოსო ფრუიძის შეგირდებმა, რომლებიც თითქმის მთელი თამაში რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და 78-ე წუთზე ზურაბ მწყერაშვილს, რომელიც საჩხერელთა კარს დინო ჰამზიჩის ნაცვლად იცავდა, საკუთარი კარის ბადედან, მეორედ მოუხდა ბურთის გამოტანა. ფოთელთაგან მეორე გოლი ილია მიხალიოვმა გაიტანა, 2-2. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში, საჩხერელთა კარს არა თუ იცავდა ჰამზიჩი, ბოსნიელი, საერთოდ არ ფიგურირებდა გუნდი განცახადში. „ჩიხურას" მეკარე მატჩამდე „გახურებისას" დაშავდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჰამზიჩის ტრავმა არაა სერიოზული და წინა სეზონის მსგავსად მას თამაშების გამოტოვება არ მოუწევს. საბოლოოდ, ზესტაფონში,  დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.




საკმაოდ უღიმღამო  გამოდგა მეორე წრის პირველი შეხვედრა, რომელშიც მიმდინარე გათამაშების ლიდერმა „საბურთალომ", „სტუმრად", „მესხი 2"-ზე ბოლნისის „სიონს"  0-2 მოუგო. ამ შეხვედრაში გოლები პირველ ტაიმში, 6-წუთიან შუალედში 33-ე და 39-ე წუთებზე გავიდა. ორივე გოლის ავტორი გიორგი კოხრეიძე გახდა, რომელსაც წინა ტურის გამოტოვება დისკვალიფიკაციის გამო მოუხდა. მეორე ტაიმში, კი როგორც სჩანს მას შემდეგ, რაც „საბურთალომ" „სამქე გააკეთა", თამაშს სანახაობა მოაკლდა და თუკი თბილისელები ანგარიშის შესანარჩუნებლად თამაშობდნენ, ბოლნისელები ლაზარე კუპატაძეს თითქმის არც აწუხებდნენ. ტურის შემდეგ, საბურთალოელთა მწვერთნელი გიორგი ჭიაბრიშილი, კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მოსაზრებას, რომ „საბურთალო" თამაშიდან-თამაშამდე კიდევ უფრო მოუმატებს, გზადაგზა დალაგდება და ყველა ხარვეზის გამოსწორებას შეეცდება, რაც საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილი, პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.




ჭიაბრიშვილის გეგმების ჩაშლას, ბუნებრივია, დარჩენილ სეზონში, კახა კაჭარავა შეეცდება. დინამოელთა თავკაცი „საბურთალოსთან" პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის, რევანშის აღებაზეც იზრუნებს. თუმცა, მიზნის მისაღწევად, კაჭარავას ახალგაზრდა დინამოელებს ბევრი გარჯა მოუწევთ. ისევე როგორც, სხვადასხვა დროის დინამოელებით დაკომპლექტებულ „რუსთავთან" მეორე ტურის პირველ მატჩში მოუხდათ.  

„რუსთავისა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირების პირველი ტაიმი, მიხეილ მესხის მთავარ არენაზე უღიმღამოდ დაიწყო. თუ არ ჩავთვლით, მატჩის ამ მონაკვეთში ორივე კართან შექმნილ თითო-თითო მომენტს, რომელშიც მეკარეები უფრო გაისარჯნენ ვიდრე კარში დამრტყმელები, ტაიმში საინტერესო არც არაფერი მომხდარა. თუმცა, ეროვნულ ლიგაში ამობარგებული „რუსთავი" ძირითადად ასეთ, ინდეფერენტულ ფეხბურთს თამაშობს და ხშირ შემთხვევაში, გუნდის წარმატებას უფრო იღბალი განაპირობებს ხოლმე, ვიდრე რეალური ვითარება. სხვათა შორის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირების დროსაც, პირველ წრეში, „რუსთავს" უფრო იღბალში გაუმრათლა, ვიდრე თამაშმა.  




თუმცა, „დინამო თბილისთან" კონკრეტულ, მეორე წრის მე-10 ტურის მატჩში, ყოფილი დინამოელებისგან დაკომპლექტებულ „რუსთავს" იღბალმაც იმტყუვნა. არ გაუმართლა ყოფილ დინამოელ ბექა მიქელთაძესაც, რომლის „მაკრატელაც" არაზუსტი გამოდგა.  არადა, მეორე ტაიმში, „დინამო თბილისის" კართან შექმნილი, ეს ერთად-ერთი რელური მომენტი იყო. თუმცა, ამ მომენტის გარდა, დინამოელთა ახლაგაზრდა მეკარეს დემეტრე ბულისკერიას, სანერვიულო დიდად არც არაფერი ჰქონია. განსხვავებით ნუკრი რევიშვილისგან, რომელმაც პირველი გოლი 61-ე წუთზე აკაკი შულაიას დარტყმის შემდეგ გაუშვა, 0-1. ნუკრი  რევიშვილის „ფქისოლიგიურმა ზეწოლამ" ვერაფერი განაწყო, ყოფილი თანაგუნდელის ოთარ კიტეშვილის მიმართ. დინამოელთა კაპიტანმა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა 11-მეტრიანი ზუსტად დაარტყა, 0-2. ამის შემდეგ „დინამო თბილისს" კიდევ 2-ჯერ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა. ერთხელ, როდესაც ლევან ხარაბაძის ჩაწოდების შემდეგ, შულაიას დარტმული ოდნავ ასცდა კარს. ერთ-ერთი ბოლო მომენტი ბუდუ ზივზივაძეს ჰქონდა შეხვედრის მიწურულს, როდესაც რევიშვილთან ერთი-ერთზე გასულმა რუსთაველთა მეკარეს ბურთი ვერ გადააცილა.  მატჩი „დინამო თბილისის" გამარჯვებით 0-2 დასრულდა.




ბუდუ ზივზივაძე, გოლის გატანის შემთხვევაში გოლეადორთა სიაში, საკუთარ გოლებს ერთს დაუმატებდა და ლიდერობას გაიმყარებდა. ახლა კი ის, კონკრეტულ სტატისტიკას კი უდგას სათავეში, მაგრამ 6-6 გატანილი გოლით, პირველ სამეულში ჩიხურელი გიორგი გაბედავა და დინამოელი ოთარ კიტეიშვილიც არიან. სხვათა შორის, კიტეიშვილი ამავე სტატისტიკის მიხედვით, საგოლე გადაცემების ავტორთა ჩამონათვალს ლიდერობს. მეორე წრის პირველ მატჩში კი, დინამოელთა კაპიტანი, პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით დააჯილდოვეს.




მე-10 ტურის შემდეგ, 24 ქულით გათამაშებას სათავეში „საბურთალო" უდგას. ლიდერს, 2 ქულით ჩამორჩება „დინამო თბილისი", რომელსაც 22 ქულა აქვს. სატურნირო ცრილში, მომდევნო საფეხურზე კი, 19 ქულით საჩხერის  „ჩიხურაა".

ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩები 11, 12 და 13 მაისს გაიმართება.

11 მაისი, 20:30 „საბურთალო" - „კოლხეთი 1913" (თბილისი, „მიხეილ მესხის მთავარი არენა")

12 მაისი, 15:00 „სონი" - „სამტრედია" (თბილისი, „მესხი 2)

             17:00 „ჩიხურა" - „დილა" (ივანწმინდას ცენტრალური სტადიონი)

             20:30 „ტორპედო" - „რუსთავი"  (ქუთაისი „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი")

13 მაისი 16:00 „დინამო თბილისი" - „ლოკომოტივი" (თბილისი, „დინამო არენა")

 

მასალაში გამოყენებულია "ტორპედოს",  "ლოკომოტივისა" და "ჩიხურას" ფოტოები