
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი სამუშაო ადგილზე არ იმყოფება. სიცარიელეა ფედერაციის შენობაში. ქართველი ძიუდოისტებმა, რომლებიც დღეს, ორშაბათს 12:00 ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავდნენ, დილიდან შეკრება დაიწყეს. სპორტსმენების მოთხოვნა, აღნიშნული შეხვედრის საჯაროობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე, კონფლიქტის „შიდა სამზარეულში მოხარშვის" მომხრე იყო, შეგახსენებთ, რომ ფაქტს, გამოხმაურება ძიუდოს საერთაშორისო სარბიელზეც მოჰყვა. გამომდინარე აქედან, მოვლენების შესახებ სრული ინფორმირებულობა, საერთაშორისო საზოგადოების ინტერესის სფეროც გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა უმრავლესობამ, ცოტა ხნის წინ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ბოიკოტი გამოიუცხადა. მოქმედი სპორტსმენები არ აპირებენ სავარჯიშო დარბაზში შესვლასა და ტურნირებზე ჭიდაობას, ვიდრე დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს. მიუხედავად იმისა, ძიუდოს ფედერაციის წევრები სიტუაციაში გარკვევას ცდილობენ და სავარაუოდოდ 10 მაისს დაგეგმილი, რიგგარეშე ყრილობისთვის ემზადებიან, როგორც სჩანს მოქმედ სპორტსმენებს, რადიკალური და მათთვის სასიკეთო ცვლილებების არ სჯერათ. რაც შეეხება ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, რომლის ხელმძღვანელობითაც ქართველ სპორტმენებს ევროჩავარდნა ჰქონდათ, აღმასკომმა დაკავებული თანამდეობებიდან მარტივად და უპრობლემოდ გადააყენა.
ვარლამ ლიპარტელიანის განაცხადებით, მოქმედი ქართველი ძიუდოისტები, დღის 16:00 საათზე კულტურისა და სპორტის მინისტრს დახურულ კარს მიღმა შეხვდებიან. მოთხოვნები უცვლელი რჩება - დატოვოს თანამდებობა დავით ქევხიშვილმა.
მასალა და ფოტო ეკა ელოშვილის





ჩვენ








