13 მაისს, თბილისური დერბი მაყურებლის გარეშე ტარდება?
13 მაისს, თბილისური დერბი მაყურებლის გარეშე ტარდება?
09.05.2018
ავტორი:

სფფ-ს ოფიციაურმა გვერდმა დღეს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის ვერდიქტი გამოაქყვეყნა. გთავაზობთ ფედერაიის ვებ- გვერდზე განთავსებულ განცხადებას.

„8 მაისს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განხმილველი კომიტეტის სხდომა. სხვა საკითხებთან ერთად, კომიტეტის წევრებმა განიხილეს ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის „დილასა" და თბილისის „დინამოს" მატჩისშემდგომ სტადიონზე მომხდარი ინციდენტი.

ოფიციალური პირების მოხსენებითი ბარათებისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალის გაცნობის შემდეგ კომიტეტმა მონაწილე კლუბების წარმომადგენლებსაც მოუსმინეს და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანეს: თბილისის „დინამო" ფანების მიერ ტრიბუნის დაზიანების გამო დაისაჯა 3000 ლარით, ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ გამართვითა და სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაციით. „დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაგნიძე გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის - 2 მატჩით და 500 ლარით; ხოლო მასპინძელი კლუბი „დილა" - 800 ლარით" - ნათქვამია განცხადებაში.

Tsff.ge, რომელიც თავად იყო, გორში, კონკრეტულ მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი, კომიტეტის თავმჯდომარესთან გადაწყვეტილების მიღების საფუძვლის გარკვევას შევეცადეთ. თუმცა, ამ ეტაპზე რჩევის სახით წერილობითი დოკუმენტის გაცნობა გვირჩიეს, რომელიც ჯერ არ არის გასაჯაროებული. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააკეთებს თუ არა, რაიმე ოფიციალურ განცხადებას საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" ესეც უახლოეს დღეებში გაირკვევა. მანამდე კი, სფფ-ს ვერ-გვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, ეროვნული ლიგის მე-11 ტურის გამართვა „დინამო თბილისს" 13 მაისს, უმაყურებლოდ მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეს, 13 მაისს, „დინამო არენაზე" თბილისური დერბი, „დინამო თბილისსა" და „ლოკომოტივს" შორის 16:00 დაიწყება.

ასევე იხილეთ