
18-წლამდე ბორჯღალოსანთა 7-კაცა ნაკრები 23 აგვისტოდან სამხრეთ აფრიკაში 10 დღიან შეკრებას გაივლის. ეს იქნება, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ბოლო შეკრება ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელიც 9-10 სექტემბერს გერმანიაში, ჰაიდელბერგში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე ქართველი მორაგბეების მეტოქეები გერმანიის, ლუქსემბურგისა და ამ ასაკში მოქმედი ჩემპიონის, ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.
სამხრეთაფრიკული შეკრების მსვლელობისას ყურადღება მიექცევა როგორც ფიზმომზადებას, ასევე სათამაშო კომპონენტების დახვეწას. ვარჯიშებს ადგილობრივი სპეციალისტები ჩაატარებენ და საკუთარ ცოდნას ქართველ მწვრთნელებსაც გაუზიარებენ. ამის შემდეგ, გუნდი 4 სექტემბერს სამშობლოში დაბრუნდება და მწვრთნელები 12 საუკეთესოს შეარჩევენ. ამ ეტაპზე კი 16 მორაგბეა შერჩეული, რომლებიც „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 14 აგვისტოდან გადიან წვრთნას. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, სამხრეთ აფრიკაში გაემზგავრებიან: გიორგი მიქანაძე (არმია), ოთარ ძაგნიძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო სარსენს), ბექა ყორიაული (ლელო სარასენს), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), გიორგი მარგალიტაძე (ლელო სარასენს), დავით გობეჯიშვილი (აია), თედო აბჟანდაძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო სარასენს), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ავთანდილ ბართლომე კალაძე (ჩოხოსნები).
ევროპის ჩემპიონატზე ქართველი 18-წლამდელები, თბილისიდან, 8 სექტემბერს გაემგზავრებიან. ჩემპიონატზე კი 16 გუნდი იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა და ამ ბიჭების ნაწილს 2020 და 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე მოსახვედრად, შესარჩევ ტურნირში ჩართვა მოუწევთ. იმისთვის, რომ ზაფხულის ოლიმპიადაზე, სათამაშო სახეობების ქართველმა წარმომადგენლებმა პირველად მოახერხონ ასპარეზობა, ქართულ სარაგბო სამყაროში სრული მზადყოფნაა. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა აკადემიას, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან უშუამდგომლა და ორწლიან ციკლში საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან 60 ათას ამერიკულ დოლარსაც მიიღებს.
გოგიტა ბუხაიძის ფოტოები









ჩვენ








