წავა თუ არა ფაჩულია საბერძნეთში და შემდეგ „ევრობასკეტზე“?
წავა თუ არა ფაჩულია საბერძნეთში და შემდეგ „ევრობასკეტზე“?
21.08.2017
ავტორი:

გაემგზავრება თუ არა ზაზა ფაჩულია დღეს საღამოს გუნდთან ერთად საბერძნეთში რამდენიმე საათში გაირკვევა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია. ფაჩულიამ, საბერძნეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა.
„ვადასტურებთ, რომ ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია. ჩვენ ვაკვირდებით მის მდგომარეობას. გვაქვს კონსულტაციები ექიმებთან და ვიმედოვნებთ, რომ ის უახლოეს მოავალში დაგვეხმარება" - ამბობს, ილიას ზუროსი, ქართველთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენეთლა თქმით, ზაზას ტრავმა არაა სერიოზული და ფაქტობრივად, საშიშროებაც არაა. ამასვე იძახიან ნაკრების ექიმებიც. თუმცა, „გოლდენ-სტეიტ უორიორსთან" არსებული კონტრაქტიდან გამომდინარე, საბერძნეთში ქართველი კალათბურთელი გამგზავრება, სწორედ მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.
მანამდე კი, არაა გამორიცხული, რომ ზაზა დღეს, ნაკრები საბერძნეთში არ გაჰყვეს და პირდაპირ ისრაელში შეუერთდეს. ტრავმების გამო ევრობასკეტზე ნაკრებს ვერ ეხმარებია ვიქტორ სანიკიძე და ბექა ბურჯანაძე. ამდენად, ფაჩულიას არყოფნა, უკვე სერიოზული საფიქრალს გაუჩენს ქართველთა ბერძენ თავკაცს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის წინ, ეროვნული ნაკრები, მოსამზადებელი ციკლის ბოლო ეტაპს საბერძნეთში გაივლის, სადაც „აკროპილის" თასის გათამაშებაში ჩაებმება. პრესტიჟულ ტურნირში ჩვენი ნაკრების მეტოქეები საბერძნეთის, იტალიისა და სერბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები საბერძნეთში დღეს, გვიან ღამით გაემგზავრება.
TSFF-ი, ქართველთა კაპიტანს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.