ბაკურიანს და გუდაურს FIS-ი ენდო
ბაკურიანს და გუდაურს FIS-ი ენდო
17.05.2018
ავტორი:

ქართულ სამთო  კურორტებზე, ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი ჩატარდება სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილში. ასეთი გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში მიმდინარე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ, რიგით 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე მიიღეს.

გემახსოვრებათ, 2017 წლის აპრილში, ტურნირის მასპინძლობის თაობაზე, საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა. 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილად კი, კურორტ ბაკურიანი დასახელდა.

„სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ მასპინძლობა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, უახლოეს წლებში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩატარდება რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი. რაც მთავარია მსოფილო გაგვიცნობს, როგორც სამთო სპორტულ ქვეყანას.  თავისხმრივ ეს, გამოიწვევს, კონკრეტულ რეგიონებში უცხოური ინვესტიციების, ტურისტების ნაკადისა და ვიზიტორების ზრდას. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ახალგაზრდა თაობაში, ჯანსაღი ცხროვრების წესის  პოპულარიზაციის კარგი საშუალება, ისევე როგორც საერთაშორისო სარბიელზე ქართველი სპორტსმენების წარმოჩენის შანსი", - ამბობს ალექსანდრე ონოფრიშვილი, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს სავარაუდოდ ბორჯომ-ბაკურიანი უმასპინძლებს. კონგრესზე მიღებულ გადაწყვეტილებამდე, FIS-ის წარმომადგენლები რამდენჯერე სამუშოა ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში და კონკრეტულ რეგიონში. მათი შეფასებით,   ქართული კურორტი მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუმცა, ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ 2023 წლისთვის ბაკურიანში ახალი არეალი აშენდეს, რომელიც უშუალოდ ჩემპიონატის მასპიძნელი იქნება.

„FIS-ისთვის ჩვენ ბაკურიანთან ერთად, გუდაურიც გვაქვს შეთავაზებული სათადარიგო ვარიანტად. თუ, რომელი კურორტი, როგორ დაიტვირთება, ამას დაახლოებით ერთ წელიწადში გადავწყვეტთ. თუმცა, მთავარი ორიენტირი ბაკურიანია. დიდველის გვერდით, ახალი არეალის მშენებლობა 2020 წელს დაიწყება"- ამბობს ალექსანდრე ონოფრიშვილი

FIS-ის კონგრესს ქართულ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავაც ესწრებოდა. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობასთან ერთად, უშუალოდ ტურნირისთვის ქართველი სპორტსმენების სათანადო ფორმაში მიყვანა, სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფი ფედერაციის საზრუნავი იქნება.

„უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა არა მხოლოდ ქართული სპორტისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაც. ტურნირის არსეობის მანძილზე, ზამთრის სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატები 14 ქვეყანაშია მხოლოდ ჩატარებული. საქართველო გახდა მე-15 ქვეყანა, სადაც ასეთი რანგის შეჯიბრი ჩატარდება. მოგეხსენებათ, ზამთრის სახეობები, ძალიან ჩაკეტილი სტრუქტურაა და მნიშვნელოვანი ტურნირების გამართვის თვალსაზრისითაც სულ ერთი და იგივე ქყვეტნები ტრაილებს - ევროპის ქვეყნები, სკანდინავია და ასევე ამერიკა, კანადა. ბოლო წლებია ამ სათვალავს აზიაც დაემატა", - ამბობს ზურაბ კოსტავა.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქართველ სპორტსმენებსაც სტიმულს მისცემს და დარჩენილ 5 წელში ისინი სათანადოდ მომზადებას მოახერხებენ.