
საქართველოს 6 ქალაქი ახალი საფეხბურთო ავანტიურისთვის ემზადება. ტურნირის, Neymar Jr's Five გლობალური ჩემპიონატის შესარჩვები თამაშები, რომლებიც თელავში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში, ივნისის დასაწყისიდან ჩატარებდა, ჩვენი რეგიონის მასშტაბით საუკეთესოს ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში 16 ივნისს გამოავლენს. საქართველოში, ტურნირის ოფიციალური პარტნიორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
აღსანიშნავია, რომ Neymar Jr's Five-ს, მეტად პოპულარული საერთაშორისო პროექტს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით რედ-ბულთან ერთად ტარდება, საქართველო წელს პირველად შეუერთდება.
თბილისში გამარჯვებული გუნდი, 21 ივლისს მონაწილეობას მიიღებს Neymar Jr's Five-ს მსოფლიო ფინალში, რომელიც უკვე ბრაზილიაში ჩატარდება.
მარტივია ტურნრში მონაწილეობის წესებიც. ამისთვის საჭიროა სურვილი, ონლაინ რეგისტრაცია და შემდეგ თამაში.
ასე, რომ ვისაც სურვილი აქვს, Neymar Jr's Five-ს მონაწილე გახდეს, მარტივად უნდა დაიცვას ტურნირის ორგანიზატორთა მიერ შემოთავაზებუი წესები:
- ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 5-7 კაციან გუნდებს, 16-დან 25 წლამდე მოთამაშეებით.
- თითოეულ გუნდში მხოლოდ ორი 25 წელზე დიდი მოთამაშე დაიშვება.
- თამაში გრძელდება 10 წუთი
- გუნდებს არ ჰყავთ მეკარე;
- თითოეულ გაშვებულ გოლზე გუნდს აკლდება ერთი მოთამაშე;
მოკლედ, თუ თვლი, რომ ხარ სწრაფი, გაქვს ტექნიკა და ძალიან გიყვარს ფეხბურთი, მაშინ დაიწყე გუნდის შექმნა. რეგისტრაცია კი მითითებულ ვებგვერდზე გაიარეთ.
https://www.neymarjrsfive.com/ka/GE

ფოტო ეკუთვნის რედ-ბულს





ჩვენ








