
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაიწყო.
6 ივნისის ჩათვლით, თავდაპირველად ტიროლის მხარეში, დაბა ბად ჰერინგში ვაისის მეთვალყურეობით მალტის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადებიან. შემდეგ კი ლუქსემბურგში გადაინაცვლებენ, სადაც ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მოთამაშეების ძირითადი ნაწილი ნაკრებს 27-28 მაისს შეუერთდება. ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური და ბაჩანა არაბული საკლუბო მატჩების გამო ნაკრებს, მხოლოდ ლუქსემბურგთან მატჩში დაეხმარებიან. მანამდე კი დღეს, არასრული შემადგენლობით, ეროვნულმა ნაკრებმა დღეს მსუბუქად ივარჯიშა. პირველ ვარჯიშზე ვლადიმირ ვაისს 12 ფეხბურთელი ჰყავდა. მათ შორის იყოვნენ დებიუტანტებიც.
ბად ჰერინგში დღეს ივარჯიშეს: მეკარეები: როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი); მცველები: ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი)
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისმა უახლოეს ორ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 27 ფეხბურთელი გამოიძახა, მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი); მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი); თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი),ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)
მალტასთან, საქართველოს ნაკრები შეხვედრას 1 ივნისს, ავსტრიის ქალაქ შვაცში, 19:00 გამართავს. 5 ივნისს კი ლუქსემბურგს 20:00 დაუპირისპირდება.
მასალაში გამოყენებულია სფფ-ს ფოტო





ჩვენ








