საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლიდნება
საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლიდნება
28.05.2018
ავტორი:

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2017-18 წლების სეზონის გამარჯვებული შესაძლოა დღეს გამხდარიყო ცნობილი. თუმცა, როგორც სჩანს დინამოელებმა ტიტულის შენარჩუნება ქვეყნის რიგით მეორე ქალაქში, საკუთარი გუნდის მიმართ მოსიყვარულე და აღტკინებული მაყურებლის წინაშე გადაწყვიტეს. რაც საკმაოდ რთული მისიაა, თუმცა არც თუ მიუღწევადი და თბილისელთა რიგებში მოთამაშე კალათბურთელებისთვის, რომელთა უმეტესობა თამაშის შემდეგ, ქვეყანას დატოვებს, ერთი ათად სტიმულის მიმცემი.

დღეს კი, სუპერფინალის მეოთხე მატჩამდე, სერიაში 2-1 წინ თბილისის „დინამო" იყო.  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სადაც უფრო მეტი „ქუთაისის" გულშემატკივარი ესწრებოდა მატჩს, მხოლოდ რამდენიმე „დინამოს" ქომაგი და დანარჩენი უბრალოდ, სეირის მაყურებელი, თამაში არც თუ სანახაობრივი გამოდგა. თბილისში, წინა დღით გამართული დაპირისპირების მსგავსად, მეოთხე მატჩშიც „დინამოსა" და „ქუთაისს" შორის იყო უამრავი შეცდომა. თუმცა, დღეს, „დინამომ" გადაწონა. მატჩის მსვლელობისას იყო მომენტები, რომლის დროსაც 2-3 წუთი არც ერთ კალათში ბურთი არ ვარდებოდა. ბურთი ვარდებოდა კი არა, კალათბურთელები ისე კარგავდნენ ბურთს და მომენტს, და ეს მეორე გუნდის დაცვის ხაზის კარგი თამაშის გამო არა, უბრალოდ ელემენტარული უყურადღებობის გამო ხდებოდა, რომ ფარის მიმართულებითაც კი ვერ ახერხებდნენ სროლას.



პირველი მეოთხედი „დინამოს" გამარჯვებით 16-13 დასრულდა. თუმცა, ანგარიში სულაც არ ნიშნავს, რომ თბილისელები რაიმე კომპონენტში სჯობნიდნენ მეტოქეს. დინამოელთა უპირატესობა ბოლო წამებზე ნოდო გოგოძის საჯარიმოდან ნასროლმა დააფიქსირა. რომლის შემდეგაც „ქუთაისმა" მომენტი „გამაზა". თბილისური ფინალების პირველი მატჩისგან განსხვავებით, უნდა აღინიშნოს, რომ „დინამოს" ლეგიონერები, რომლებიც წინა დღეს მაღალშედეგიანობით გამოირჩეოდნენ, დღეს, აბსოლუტურად უმოქმედონი იყვნენ, გარდა ერთისა რეივენ ლისა, რომელმაც მატჩის ბოლოს 10 ქულა დააგროვა.




სხვათა შორის ამ თამაშში, დინამოელთაგან, 10-ქულიანი ზღვარის გადალახვა თბილისელი ლის გარდა, მხოლოდ მიხელ ბერიშვილმა მოახერხა, რომელმაც მატჩი 11 ქულით დაასრულა. თუმცა, არც ეს და არც პირველი თბილისური ფინალი, ეროვნული ნაკრებისა და „დინამოს"  კალათბურთელისთვის არ ყოფილა სამაგალითო. ქუთაისელთა შორის კი, არ გავუსწრებთ მოვლენებს, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე შედეგიანი 15 ქულით, ბექა ბექაური იყო. თუმცა, მე-4 მეოთხედში, მას საკუთარი ნადავლისთვის ქულა აღარ მიუმატებია.

ალბათ, აღსანიშნავია, რომ კოტე ტუღუშის გუნდმა, პირველ მატჩში დაშვებული შეცდომების სწორი ანალიზი და რაც მთავარია, დღევანდელ თამაშში მათი გამოსწორება მოახერხა. ამრიგად, თუ გუშინ, ფარი „დინამოსი" იყო და თბილისელებს, ასე თუ ისე, პერიმეტრიდან თამაშიც გამოსდიოდათ, დღეს, „ქუთაისმა" „დინამოს" ეს ფუფუნება მოუკლა. ახლა, უკვე ირაკლი ხოშტარიას, „დინამოს" მთავარი მწვრთნელის საფიქრალია, 30 მაისამდე, როგორ მოახერხებს სწორი დასკვნების გამოტანას და გუნდის დალაგებას. თუმცა, „დინამოს" ეს შეუძლია და ალბათ, ახლა მთავარია მობილიზება.




დღეს, კი მე-2 მეოთხედი „ქუთაისმა" 8-19 მოიგო და პირველი ტაიმის შემდეგ, 8-ქულიანი უპირატესობით და ტაბლოზე ანგარიშით, 24-32 გავიდა. არაფერი შეცვლილა მატჩის მე-3 მეოთხედში. იმის ნაცვლად, რომ თბილისელებს რაიმე შეესწორებინათ, მათ კვლავინდებურად გააგრძელეს თამაში. ამის ფონზე, კი ქუთაისელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და ერთ მომენტში ქუთათურები 21 ქულითაც კი დაწინაურდნენ.  შესაძლოა, სწორედ ამ მომენტში „გადახარშა" „დინამომ", რომ თამაშის სადავეები მათ ხელთ არ იყო და 21-დან ბოლო მეოთხედის დაწყებამდე სხვაობა 11 ქულამდე ჩამოიყვანა. თუმცა, ეს მეოთხედიც წინას მსგავსად წააგო 15-20. მატჩში კი ამ დროს ანგარიში 39-52 იყო „ქუთაისის" სასარგებლოდ.




ბოლო, მეოთხედ პერიოდში, დინამოელებმა იბრძოლეს. მატჩის ეს მონაკვეთი 16-11 მოიგეს. ბოლო 10 წუთის მსვლელობისას მათ, ჰქონდათ შანსი თამაშში გარდატეხა შეეტანათ და მატჩი ოვერტაიმამდე მიეყვანათ. თუმცა, როგორც სჩანს, მესამე პერიოდიში დაფიქსირებული 21-ქულიანი ზღვარი დინამოელთათვის დაუძლეველი აღმოჩნდა. „დინამომ" სუპერფინალების მე-4 მატჩი თბილისში 55-63 წააგო და ახლა, ტიტულის შესანარჩუნებლად, 30 მაისს, 19:00 ქუთაისში მოუწევს თამაში.  თუკი, თბილისელებს ტიტულის შენარჩუნება უნდათ, იმისდა მიუხედავად, მომავალი სეზონიდან „დინამო" რა ფორმაციის გუნდი იქნება და დღევანდელი შემადგენლობიდან ვინ დარჩება და ვინ წავა, დინამოელებს, მატჩის არც ერთ მონაკვეთში, მეტოქისთვის „ფორის" მისაცემი დრო არ ექნებათ.



დღეს კი, მე-4 სუპერფინალში, ორივე გუნდში ყველაზე  სასარგებლო დეჟუან რაითი იყო, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი გააკეთა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილმა გაიფორმა 10 ქულითა და 14 მოხსნით. ბომბარდირი კი ბექა ბექაური გახდა 15 ქულით და ზევითაც ავღნიშნეთ, რომ ეს 15 ქულა მას უკვე მე-3 მეოთხედის დასაწყისიდან ჰქონდა. "დინამოში" 11 ქულით მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა. 10 ქულა რეივენ ლის ანგარიშზეა.