ბათუმის „დინამო“ 8 საუკეთესოს შორის
ბათუმის „დინამო“ 8 საუკეთესოს შორის
31.05.2018
ავტორი:

ბათუმის „დინამო" პლაჟის ფეხბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონათა თასის ¼ ფინალში ითამაშებს. ტურნირში, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარეობს, დღეს, ბათუმელებმა მერვედფინალური მატჩი გამართეს და ანგარიშით 3-2 ბელორუსული ბორისოვის „ბატე" დაამარცხეს. გამარჯვებულთაგან გოლები შამილაძემ, დიმიასმა და სუარესმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ბელორუსებისგან განსხვავებით, რომლებსაც აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის კარგი გამოცდილება ჰქონდათ, ქართულ კლუბს მოხლოდ 2 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, „წესები" „ბატეს" ბათუმელებმა შესთავაზეს და ანგარიშიც მათვე გახსნეს. „ბატეს" რუს ლეგიონერს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა ბელარუსული გუნდი „თამაშში დაეტოვებინა". პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა. თუმცა, შესვენების შემდეგ „დინამომ" სათამაშო უპირატესობა იგდო ხელთ, რაც საბოლოოდ, კიდევ 2 გოლში გარდასახა. „ბატემ", დარჩენილ დროში „დინამოს", მხოლოდ ერთი გოლით უპასუხა და ასპარეზობას გამოეთიშა. ქართული კლუბი კი გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.

¼ ფინალში ბათუმის „დინამოს" მეტოქე პოლინური „ლოდზი" იქნება, რომელმაც დღეს ანგარიშით 4-3 ესპანური „მილისტარის" დამარცხება შესძლო. შეხვედრა, ხვალ 1 ივნისს გაიმართება.