
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, ავსტრიის ქალაქ შვაცში, მორიგი სანაკრებო ფანჯრის, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა მალტის ეროვნული ნაკრების წინააღმდე. მატჩის დაწყებამდე სფფ-ს ოფიციალურმა გვერდმა, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის კომენტარი გამოაქვეყნა: „ვემზადებით ერთა ლიგის გათამაშებისთვის, წინა ამხანაგური თამაშების მსგავსად, როგორც იყო ლიტვასთან და ესტონეთთან, გვსურს გავიმარჯვოთ და არ გავუშვათ გოლი. ვეცდებით ძალიან ყურადღებით ვითამაშოთ, წარმატებას მივაღწიოთ ამ შემადგენლობითაც, რადგან ამ ახალგაზრდებისთვის ეს ამხანაგური მატჩები კარგი შანსია", - განაცხადა ვაისმა.
ამ განცხადების მიხედვით, ვაისის გუნდმა მწვრთნელის მიერ მიცემული დავალება შეასრულა - ნაკრებმა გაიმარჯვა და არ გაუშვა გოლი. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მალტელებს როინ კვასხვაძე, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს იცავდა, დიდად არც შეუწუხებიათ. თუ არ ჩავთვლით ორ მომენტს, ერთს მეორე ტაიმის დასაწყიში და მეორეს, ამავე ტაიმის მიწურულს, რომლებშიც კვასხვაძემ უშეცდომოდ იმოქმედა. მალტელები ძირითადად სტანდარტული სიტუაციებიდან ცდილობდნენ საქართველოს ნაკრების შეწუხებას, თუმცა კარის მიმართულებით დარტყმას ვერ ახერხებდნენ.

„პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა მომენტების რეალიზება არ გამოგვივიდა. მეორე ნახევარში მიღებულმა წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა. ბიჭები 4-2-3 სისტემაში კარგად მოქმედებდნენ. შემდეგ ხოჭოლავა საყრდენ ნახევარმცველად გადავიყვანე. გამოჩნდა, რომ რამდენიმე მოთამაშე კლუბში 90 წუთს არ თამაშობს. 10 ფეხბურთელით ნებისმიერ გუნდთან რთულია მოგება. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე 100 %-იანი პენალტით გავიტანეთ. გამახარა კიტეიშვილის თამაშმა, ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. სწორედ ასეთი უნდა იყოს დებიუტანტი, რომელსაც სურს გუნდში ადგილის დამკვიდრება. კარგი იყო ლაშა დვალი მარცხენა მცველის პოზიციაზე. მან ჩემი დავალებები ზუსტად შეასრულა", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა მარჩის დასრულების შემდეგ.
ასეა თუ ისე, ეროვნულმა ნაკრებმა ტრადიცია არ დაარღვია და ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა. პირველ ტაიმში ორი რეალური საგოლე მომენტი ვერ დაასრულა გოლით საბა ლობჟანიძემ. ვერ გამოიყენა შანსი ვერც ბუდუ ზივზივაძემ. რაც შეეხება მეორე ტაიმს იქ, უკვე დასაწყისშივე, მსაჯის მიერ გაძევებული ვაკო გვილიას ფაქტორმაც იმოქმედა. შესაბამისად 10 კაცით დარჩენილ ნაკრებს გადაწყობა მოუხდა. მატჩის ამ მონაკვეთის დასაწყისში, დაახლოებით 20 წუთზე ცოტა მეტი, მალტელები შეეცადნენ ბურთი „დაემალათ" და ეს, ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც. თუმცა, საბოლოოდ, ვაისის გუნდმა, შექმნილ ვითარებაში „დალაგება" მოახერხა და ინიციატივა თამაშის მიწურულს კვლავ დაიბრუნა.
„პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ცოტა რომ გაგვმართლებოდა მინიმუმ ორ გოლს გავიტანდით. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ფეხბურთელის გაძევებამ თამაშზე გავლენა იქონია. კარგია დღევანდელი მატჩის მოგება და ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გამარჯვებაში წვლილი შეგაქვს. ამ შეკრებაზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია ჩემი ჩათვლით და ეს არის რეალური შანსი,რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, პროგრესი, რომ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდროთ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ დინამოელი დღეს. საქრათელოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თუმცა, ისევე როგორც მიმდინარე ეროვნულ ლიგაში. სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა ის 11-მეტრიანი, რომელიც გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ შეასრულა და ამ გოლით, საქართველოს ნაკრებს ახალი, მოსამზადებელი ციკლის მანძილზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა, 1-0.
„ბოლო თამაშებს პოზიტიურად შევაფასებ, არც ერთი გოლი არ გაგვიშვია და ზედიზედ სამი თამაში მოვიგეთ. ვფიქრობ სწორი გზით მივდივართ. მწვრთნელიც კმაყოფილია, ფეხბურთელებიც. შეიძლება დღევანდელი თამაშის ხარისხი უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს,რომ ჩვენ მოვიგეთ და ეს არის ყველაზე მთავარი. მითუმეტეს სეზონის ბოლოს არ არის იოლი სანაკრებო თამაშები, თან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და ესეც გასათვალისწინებელია", - ამბობს გურამ კაშია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, ავსტრიულ შეკრებას, ძირითადი შემადგენლობის ბევრი ტრავმირებული მოთამაშით შეხვდა. მათ, უშუალოდ შეკრების წინ ნიკა კვეკვესკირი და ბაჩანა არაბულიც შეუერთდნენ. ავსტრიაში გუნდთან ერთად არის, მაგრამ ინდივიდუალურად ვარჯიშობს ახლაგაზდა გიორგი ჩაკვეტაძეც.
ბუნებრივია, რომ კონკრეტულ მატჩში ვაისი ახლაგზარდა ფებხურთელებს დაეყრდნო. მალტასთან მატჩამდე, ვაისმა დააანონსა, რომ ლუქსებმბურგთან მატჩში გარკვეული ცვლილებები იქნებოდა. ამ დროისთვის გუნდს, ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური და ოთარ კაკაბაძეც შეუერთდებიან. მომედვნო მატჩი კი 5 ივნიის, ლუქსემბურგში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება.
5 ივნისის მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგი შემადგენლობით მოემზადება - მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი); მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ტარაგონა, ესპანეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი,ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი); თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მალტასთან მატჩში : საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (ხოჭოლავა 68), კაშია (კ), კვერკველია, აბურჯანია (ნავალოვსკი 78), კიტეიშვილი (შერგელაშვილი 90), ლობჟანიძე (ბერიძე 68), ჭანტურიშვილი (ხარაიშვილი71), ზივზივაძე (კაჭარავა71), დვალი, გვილია.
სფფ-ს ფოტოები





ჩვენ








