ფუტსალის ლიგა დასასრულს უახლოვდება
ფუტსალის ლიგა დასასრულს უახლოვდება
01.06.2018
ავტორი:

ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის ½ სერიის მატჩები გაიმართა. სერიის პირველ შეხვედრაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „სტუ-თელასი" წინა გათამაშების ვიცე-ჩემპიონს „ტატიშვილს" დაუპირისპირდა. ანგარიში მატჩის მეცხრე წუთზე შოთა ჭანუყვაძემ გახსნა 1-0. კიდევ, ერთ წუთში კი ანგარიში შოთა თოფურიამ გაზარდა 2-0. საბოლოოდ, „სტუ-თელასმა" 5-0 გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა.  გამარჯვებულთაგან ამ დღეს დუბლი ნუკრი ჭუმბურიძემ გაიფორმა.

„ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში არ ასახავს რეალურად თამაშის  სიმძიმეს. ჩემი ბიჭები  თითოეული სანტიმეტრისთვის  იბრძოდნენ.  ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. შემდეგ თამაშზე გაორმაგებული ენერგიით გამოვალთ, რადგან მოწინააღმდეგე რევანშის  სურვილით ორმაგი ძალებით შეგვიტევს და თუ  ვირწმუნეთ, უკვე  გამარჯვების და უკვე ფინალში ყოფნის, ეს  იქნება  დამღუპველი", - ამბობს ავთანდილ ასათიანი („სტუ- თელასი").

„ეს. პლეი-ოფია, აქ ნიუანსები წყვეტს ყველაფერს, დღეს  კი ეს  ყველა ნიუანსი „თელასმა" გამოიყენა. თამაში  ორ  მოგებამდეა, ხვალ ახალი დღეა და ყველაფერს  გავაკეთებთ, რომ ღირსეულად გამოვიდეთ  შემდეგ თამაშზე. მეტოქეს აქვს ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუმცა  ეს არაფერს  ნიშნავს.  მათ მოიგეს მონდომების ხარჯზე, ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას", - ამბობს ალექსანდრე  ძაბირაძე, („ტატიშვილი").

***

დღესვე, ოლიმპიურ სასახლეში მეორე ½ ფინალიც გაიმართა. მეორე ნახევარფინალურ წყვილში, „კოლხი-გულრიფში"  „აგორას" დაუპირისპირდა. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ,"აგორას" გამარჯვებით 3-2 დასრულდა.

„დაძაბული შეხვედრა  იყო,  პირველ ნახევარში   ვაჯობეთ  მეტოქეს, მეორე ტაიმში  არ გამოვიყურებოდით კარგად, თუმცა  საბოლოოდ  ვიპოვეთ ჩვენი თამაში. ვფიქრობ, რომ დამსახურებულად  გავიმარჯვეთ,  წინ მინიმუმ კიდევ ერთი თამაში  გველის, თუმცა  რა  თქმა  უნდა  შევეცდებით,რომ  შემდეგ მატჩში დავამთავროთ ყველაფერი", - ამბობს გიორგი ჩიმაკაძე („აგორა").

„ძალიან  დაძაბული და  რთული მატჩი იყო.  ფორტუნა, მოწინააღმდეგე  გუნდის  მხარეს აღმოჩნდა,  გვქონდა  ძალიან  ბევრი  საგოლე  მომენტი, თუმცა ვერ გამოვიყენეთ, ჩვენი დიდი ხნის  განმავლობაში ვემზადებოდით  ამ შეხვედრისთვის. ყველაფერი  წინ არის. მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას", - ამბობს, ამირან ცხომარია, („კოლხი-გულრიფში")

ფუტსალის ლიგის ½ ფინალური სერიის  მორიგი  შეხვედრები 3 ივნისს გამართება.