
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა, დაახლოებით საათნახევრის წინ, სოციალური ქსელით, საკუთარ გვერდზე, პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა:
„ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს,
კიდევერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რათქმაუნდა აქამდეც შემოძლო ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არგახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამხნისგანმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.
დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას.
პატივისცემით
დავით ქევხიშვილი" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას თითქმის თვეა ითხოვენ ქართველი ძიუდოისტები. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და მოქმედი ძიუდოისტების დიდი ნაწილი ქევხიშვილის გადადგომის შესახებ მოთხოვნით, პერმანენტულად საპროტესტო აქციებსაც მართავდა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული ფედერაციის შიგნით, განხეთქილებამ ფედერაციის კედლებს გარეთ, მას შემდეგ გამოჟონა, რაც ქართველმა სპორტსმენებმა ბოლო, ევროპის ჩემპიონატი მედლის გარეშე დაამთავრეს. ტურნირის დასრულების თანავე, შეგახსენებთ, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. თუმცა, მოქმედმა სპორტსმენებმა ფართო საზოგადოების წინაშე, ძიუდოს ფედერაციის მმართველი რგოლის მიმართ დაგროვებული ბრალდებების მთელი ნუსხა წარმოადგინეს.
ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი, თუ როდის გაიმართება ძიუდოს ფედერაციის რიგარეშე ყრილობა. ქევხიშვილის გადადგომის თაობაზე, ამ მომენტისთვის კომენატრი არც დაპირისირებულ მხარეს გაუკეთებია.






ჩვენ








