
ქუთაისში, საქართველოს სუპერლიგის ბოლო, გადამწყვეტ ფინალურ მატჩში, ბოლო წუთებამდე რთული იყო გეთქვა, თუ ვინ გახდებოდა 2017-18 წლების სეზონის გამარჯვებული. ამ მატჩამდე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 1991 წლიდან მოყოლებული თბილისის „დინამო" ქვეყნის ჩემპიონი ოთხჯერ (1991, 2003, 2014, 2017 წლებში) გახდა, ხოლო „ქუთაისი" ამ ტიტულს, მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს ფლობდა.
30 მაისის შეხვედრამდე, „ქუთაისსა" და თბილისის „დინამოს" შორის, ანგარიში საყაიმო 2-2 იყო. ორივე გუნდმა, „ქუთაისმაც" და „დინამომაც" ფინალურ სერიაში, ამ მატჩამდე, მხოლოდ თითო მატჩის მოგება მოახერხეს საკუთარ მოედანზე. არადა, რომელიმეს, რომ ე.წ. მოედნის უპირატესობით ესარგებლა და საკუთარი მაყურებლის წინაშე ორივე მატჩი მოეგო, სავარაუდოდ მე-5 თამაში არ გახდებოდა საჭირო. ეს ალბათ, განსაკუთრებით „დინამომ" ფინალური სერიის მე-4 თამაშის შემდეგ იგრძნო. შეგახსენებთ, რომ თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, ფინალური სერიის ბოლო თამაშის წინა, „დინამოს" სერიაში 2-1 მიჰყავდა და მე-4 მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, თბილისელები ტიტულს ინარჩუნებდნენ. თუმცა, „დინამომ" ეს ვერ მოახერხა და ბოლო, გადამწყვეტი, მე-5 მატჩის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც უკვე, ე.წ. მოედნის უპირატესობა „ქუთაისს" ჰქონდა.

ფინალური სერიის მესამე მატჩის დასრულების შემდეგ, ქუთაისელთა მთავრამ მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განაცხადა, რომ „ქუთაისს" 5-რაუნდიანი ფლეი-ოფის გავლაც მოუხდა და გუნდი, სცენარის ასეთი განვითარებისთვის მზად იყო. მითუმეტეს, რომ თამაში სახლში ჰქონდათ. თუმცა, 5-რაუნდიანი სცენარისთვის მზად იყო ირაკლი ხოშტარია, რომელმაც ჯერ კიდევ ფლეი-ოფების დაწყებისას განაცხადა, რომ „დინამოს" ფლეი-ოფებში თამაშის და წარმატების გამოცდილება აქვს. ფაქტია, რომ ფინალური სერიის დროს, მოედანზე მოთამაშეების ბრძოლის გარდა, მწვრთნელთა ორთაბრძოლაც მოსალოდნელი იყო. ქუთაისში, მე-5 მატჩში, კი ეს ორთაბრძოლა დინამოელმა ირაკლის ხოშტარიამ მოიგო.

შესაძლოა, მატჩის საწყის მომენტშივე დინამოელთა მწვრთნელისა და მსაჯების „დაპირისპირება" გულშემატკივრისთვის მიუღებელი იყო და ირაკლის ხოშტარიას მიმართულებით, ამ მომენტიდან დაწყებული შეურაცხმყოფელი სიტყვების სკანდირება, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე არ წყდებოდა ტრიბუნებიდან, წესით „დინამოს" თამაშზე ნეგატიურად უნდა ასახულიყო. შემდეგ, ამას დაემატა შეხვედრის მე-4 მეოთხედში, მატჩის დასრულებამდე 6:10 წუთით ადრე, დინამოელთა მთავარი მწვრთნელისა და პრეზიდენტის დარბაზიდან გაძევებაც. თუმცა, როგოც სჩანს, სწორედ ამ გარემოებებმა „დინამოსთვის" აგრესიულად განწყობილ გარემოში (მატჩის მანძილზე პერმანენტულად მოედანზე სანთებელები ცვიოდა), თბილისური გუნდის კალათბურთელებზე მასტიმულირებელი მუხტის ეფექტით იმოქმედა. ის კალათბურთელებიც კი, რომელბიც არა მხოლოდ ამ სეზონში, არამედ სხვა ჩემპიონატებში და განსაკუთრებით ქუთაისურ მატჩებში რადიკალიზმით გამოირჩეოდნენ, დღეს თანაგუნდელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ და მხოლოდ, თამაშში ჩართულობაზე ფიქრობდნენ. ბოლო მომენტში, ქუთათურთა დამანგრეველი ქომაგობის მიუხედავად, სრულიად დაშვიდებულნი ჩანდნენ დინამოელთა ლეგიონერები კიელ ტურპინი და ლაველ ბოიდი, რომლებიც იმ საღამოსვე სამშობლოში ბრუნდებოდნენ და თავადაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, მომავალი სეზონიდან კვლავ „დინამოში" ითამაშებდნენ თუ არა.

ფაქტია, რომ მწვრთნელთა ფსიქოლოგიური დუელი ირაკლი ხოშტარიამ მოიგო. თბილისის „დინამომ" კი, რომელსაც 2017-2018 წლების გადატვირთული სეზონი არ ჰქოდნა სტაბილური და გუნდს, მთელი გათამაშების მანძილზე ბევრი ჩავარდნა ჰქონდა, ფინალურ მატჩში ტიტულის დათმობას არ აპირებდა. თუმცა, ტიტულის დაბრუნების სურვილი ჰქონდა „ქუთაისსაც". შეხვედრის პირველი პერიოდიც და პრინციპში, თუ რამდენიმე მონაკვეთს არ ჩავთვლით, მთლიანად თამაშიც ქულა-ქულაში მიდიოდა. პირველ მეოთხედში კი „ქუთაისი" ლიდერობდა და ის, მასპინძელთა სასარგებლოდ 23-21 დასრულდა. ანალოგიური სცენარით განვითარდა თითქმის მატჩის მეორე პერდიოდიც და ალბათ, რომ არა ბოლოსკენ, ლაველ ბოიდის ზუსტი 3-ქულიანი, მეორე მეოთხედსაც მასპინძლები მოიგებდნენ. თუმცა, ამ მონაკვეთის შემდეგ „დინამო" 2 ქულით, 39-41 იყო წინ. პერიოდი კი თბილისელებმა 4 ქულით 16-20 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის მანძილზე, კოტე ტუღუშის გუნდი აქცენტებს ლეგიონერებზე, ლიიზე და რაითზე აკეთებდა. თუმცა, დინამოელებმა, სწორედ ამ კალათბურთელების ნეიტრალიზება მოახერხეს. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში, ქუთაისელთაგან ყველაზე შედეგიანი მაინც უკანა ხაზელი დეჟუან რაითი იყო, რომელმაც 8 ქულის დაგროვება მაინც მოახერხა. მატჩის ამ მონაკვეთში, ქუთაისელთაგან აკაკი დვალიშვილის გამორჩევაც შეიძლება, რომელსაც 7 ქულა და უკვე 8 მოხსან ჰქონდა.

მეოთხე ფინალისგან განსხვავებით, რომელშიც დინამოელი ლეგიონერი კიელ ტურპინი რომელსაც მხოლოდ 7 ქულა ჰქონდა მატჩის შემდეგ დაგროვებული, დღეს, პირველი მეოთხედის შემდეგ, მის ანგარიშზე უკვე 11 ქულა იყო. მოვლენებს წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ ტურპინის ანგარიშზე, საბოლოოდ 27 ქულა და 11 მოხსნა დაფიქსირდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შეხვედრის პირველ მეოთხედში, დინამოელთა შორის არ გამოიყურებოდნენ ცუდად გუნდის კაპიტანი ილია ლონდარიძე (მის ანგარიზე 9 ქულას 4 მოხსნა დაფიქსირდა) და მიხეილ ბერიშვილი (6 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა). აღსანიშნავია, რომ ხოშტარიამ, მატჩის ამ მონაკვეთში მოედანზე გამოსვლის საშუალება მისცა ყველა კალათბურთელს გიორგი შარაბიძის გარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მე-3 მეოთხედის დასაწყისში „დინამომ" 8 ქულით მოახერხა დაწინაურება, 42-50, ქუთაისელებმაც შესძლეს მობილიზება, „დინამოს" გაქცევაც „შეაჩერეს"და ანგარიშში გადასააწრეს კიდეც. მატჩის ამ მონაკვეთში, ორივე გუნდისთვის, შეიძლება ითქვას ლეგიონერების ხანა იყო. თუკი „დინამოდან" ტურპინი და ბოიდი გამოირჩეოდნენ, „ქუთასისი" რიგებში სწორედ, ის ლიი და ვრაითი ათამაშდნენ, რომელსაც პირველ ტაიმში დინამოელებმა განძრების საშუალება თითქმის არ მისცეს. თუმცა, ამ მონაკვეთში, წერტილი მაინც დინამოელი მიხეილ ბერიშვულის ზუსტმა 3-ქულიანმა დაუსვა. „დინამომ" პერიოდი 1 ქუით 15-14 წააგო, თუმცა მატჩის ანგარიშში 54-55 იყო „დინამოს" სასარგებლოდ.

დრამატული გამოდგა მატჩის ბოლო, მე-4 პერიდოი. შეხვედრის ამ მონაკვეთში, როგორც უკვე ავღნიშნეთ, დარბაზიდან გააძევეს დინამოელთა მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია და გუნდის პრეზიდენტი ვატო ნაცვლიშვილი, თუმცა ეს „დინამოსთვის" მობილიზების და სტუმულის საწყისი აღმოჩნდა. ამ მონაკვეთიდან დაწყებული, თბილისელები უფრო გააქტიურდნენ და შედეგად მატჩის დამთავრებამდე 3 წუთნახევრით ადრე 8 ქულით დაწინაურდნენ. სწორედ, ამ მომენტში „ქუთაისმა", „გამოფხიზლება" სცადა, თუმცა, როგორც სჩანს, საკუთარი მაყურებლის წინაშე, ე.წ. მოედნის ფაქტორი და აქედან გამომდინარე ფსიქოლიგიური პასუხისმგებლობა, „ქუთაისისთვის" წამგებიანი აღმოჩნდა. „დინამომ" კი 69-77 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ, სწორედ „ქუთაისთან" დაპირისპირებაში, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მატჩის შემდეგ, 10-ქულიანი ზღვარი ორივე გუნდიდან 6 კალათბურთელმა გადალახა. აქედან, ოთხი დინამოელია. კიელ ტურპინის შემდეგ, ყველაზე მეტი 17 ქულა ლაველ ბოიდმა დააგროვა, რომელსაც 6 მოხსნა და 3 პასი დაუფიქსირდა. 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე მიხეილ ბერიშვილს, რომელმაც 11 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი მიითვალა. 13 ქულა დააგროვა დინამოელთა კაპიტანმა ილია ლონდარიძემ, რომლის წილიც დინამოელთა დღევანდელ გამარჯვებაში დიდი მოდის. ქუთაისელთაგან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი დეჟუან რაითი გახლდათ. ყვეალზე მეტი 12 მოხსნა კი აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა. 12 ქულა დააგროვა გიორიგ ბარბაქაძემ.
იხილეთ ფოტ-რეპორტაჟი






ჩვენ








