
რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება თუ ვინ იქნებიან უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული გუნდის, „სამტრედიის", საჩხერის „ჩიხურასა" და „დინამო თბილისის" მეტოქეები. თამაშები უკვე ამ თვის ბოლოს, 28 ივნისს და საპასუხო 5 ივლისს გაიმართება. მანამდე კი ქართული გუნდები ეროვნულ ლიგაზე სანაკრებო შესვენებას რაციონალურად იყენებენ. დღეს, „დინამო თბილისის" ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე „დინამო თბილისი" „ცხინვალს" ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და 3-1 გაიმარჯვა.

კახი კაჭარავას გუნდი, რომლის ძირითადი შემადგენლობის 9 მოთამაშე ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშია გაწვეული „ცხინვალთან" მატჩში სათადარიგო („დინამოს აკადემიის") მოთამაშეებით გაძლიერდა. კახი კაჭარავამ დღეს, თამაშის საშუალება მისცა ტრავმირებულ დინამოელებსაც, ბაქარ ქარდავას და გიორგი კუციას, რომლებიც სავარაუდოდ, ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ კვლავ გამოჩნდებიან თბილისელთა რიგებში. „ცხინვალთან" ამხანაგურ მატჩში ტაიმნახევარი ითამაშა და გოლი გაიტანა, „დინამო თბილისში" სინჯებზე მყოფმა ალექს კიერემემ. დარჩება თუ არა სინჯებეზე მყოფი ფეხბურთელი დინამოელთა შორის, თუმცა ისევე, როგორ კიდევ 2 ესპანელი ბორის გაროსი და კარლეს მასი უახლოეს ხანში გაირკვევა. არაა გამორიცხული უეფას ევროპა ლიგის მატჩებამდე „დინამო თბილისში" კიდევ სხვა ფეხბურთელებიც გაისინჯონ.

„ცხინვალთან" მატჩი კი, გადახალისებული შემადგენლობის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო „დინამო თბილისის" უპირატესობით წარიმართა. თუ არ ჩავთვლით, „დინამო თბილისის" კარში, საწყის ეტაპზე გასულ გოლს, რომელიც ცხინვალელი ჯოხაძის ანგარიშზეა, დინამოელთა 16 წლის მეკარეს ლუკა ხარშილაძეს თამაშში ჩართვა რამდენჯერმე მოუხდა, დასამახსოვრებელი კი შეხვედრის მიწურულს გაკეთებული „სეივი" იყო. დინამოელთაგან, სინჯერბზე მყოფი ლეგიონერის გარდა, „ცხინვალთან" მატჩში გოლები პაატა კიტეიშვილმა და გიორგი ივანიშვილმა გაიტანეს.






ჩვენ








