საქართველოს ნაკრები ხვალ ლუქსემბურგს დაუპირისპირდება
საქართველოს ნაკრები ხვალ ლუქსემბურგს დაუპირისპირდება
04.06.2018
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მეორე ამხანაგური მატჩისთვის მზადებას ლუქსემბურგში აგრძელებს. ავსტრიული ბად ჰერინგიდან, ჩვენმა ნაკრებმა ლუქსემბურშგი გუშინ 3 ივნისს გადაინაცვლა. ბოლო ვარჯიშზე ნაკრებს ჯაბა კანკავა და ოთარ კაკაბაძე შეუერთდნენ.

„საწვრთნელი შეკრების ბოლო ამხანაგური მატჩისთვის ვემზადებით, ამაღლებული განწყობა გვაქვს და გამარჯვებას ვგეგმავთ. მნიშვნელოვანი საკლუბო მატჩების გამო, პირველ თამაშში არ მიმიღია მონაწილეობა, უკვე ნაკრებთან ერთად ვარ და ლუქსემბურგთან მატჩისთვის სრულად მობოლიზებული ვარ" - ამბობს, ოთარ კაკაბაძე.



1 ივნისს, მალტასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ეროვნული ნაკრების საწვრთნელ პროცესს ჯაბა ჯიღაურიც შეუერთდა. „პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, დღეს ჩამოვედი ავსტრიაში რადგან ყაზახეთის ჩემპიონატში თამაში მქონდა და პირველი ამხანაგური თამაშის გამოტოვება მომიწია.  მოდევნო მატჩისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს. სასიხარულო იქნება ამ შეკრების გამარჯვებით დასრულება", - ამბობს ჯაბა ჯიღაური.

სამწუხაროდ, მიმდინარე სანაკრებო ფანჯრის დროს გამოირიცხა გიორგი ჩაკვეტაძის მონაწილეობა ლუქსემბურგთან მატჩში. „გენტში" თამაშისას მიღებული ტრავმა, რომელიც ჩაკვეტაძეს ადრეც აწუხებდა - გაუმიზეზდა და ახლა, ფეხბურთელი მედიკოსთა დასკვნას საქართველოში ელოდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა და რამდენ ხანში მოახერხებს, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი თამაშს. თუმცა, კონკრეტულ შეკრებას ჩაკვეტაძე უკვე გამოაკლდა.




ვლადიმირ ვაისს ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობა ჰყავს - მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი); მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ტარაგონა, ესპანეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი  (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი); თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)

ლუქსემბურგთან მატჩამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელი პროცესს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, „რასინგის" მოედანზე ატარებს. მომდევნო, წლის მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას კი ჩვენი ნაკრები 5 ივნისს ჩაატარებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


სფფ-ს ფოტოები