
დღეს, 5 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ლუქსემბურგში, ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო საკონტროლი მატჩს გამართავს. აღნიშნულ შეხვედრას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, რომელიც არ მალავს, რომ ლუქსემბურგში მყოფი ბევრი ფეხბურთელისთვის ეს არის ბოლო შანსი თავისგამოჩენისა და ნაკრების კანდიდატთა შორის ადგილის დამკვიდრებისთვის.
„ლუქსემბურგთან შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი გვაქვს, ეს შანსია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც თავის გამოჩენა სურთ და მალტასთან არ უთამაშიათ. შემადგენლობაში იქნება ცვლილებები. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ლუქსემბურგი კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც დაცვაში ხისტად თამაშობს. ასეთ ამხანაგურ შეხვედრებში პირველდ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთ", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

მალტასტან თამაშის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა დააანონსა, რომ ლუქსემბურგთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები იქნებოდა. ოფიციალური ლაინ-აფი, თამაშამდე საათნახევრით ადრე გახდება ცნობილი. თუმცა, ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ ლუქსემბურგთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ოთარ კაკაბაძე. „ხიმნასტიკში" ჩატარებულ ბოლო თამაშებს, ქართველმა მცველმა ("უესკასთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრაში „ხიმნასტიკის" მიერ გატანილ გოლებში ორივეში მიიღო მონაწილეობა), როგორც სჩანს ტრავმაც „გამოაყოლა" ხელს. ყოველ შემთხვევაში, ეროვნულ ნაკრებთან ჩატარებული ბოლო ვარჯიშების შემდეგ კაკაბაძეს კოჭის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და დღეს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ფიფას წესების თანახმად, მალტასთან მიღებული წითელი ბარათის გამო, ეროვნილ ნაკრებს დღეს ვაკო გვილიაც დააკლდება. შესაბამისად, სფფ-ს ოფიციალური გვერდის ცნობით ლუქსემბურგთან შეხვედრისთვის ჩვენი ნაკრები 21 ფეხბურთელით ემზადება. ამხანაგურ მატჩამდე ვაისის განკარგულებში დარჩნენ - მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი); მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი,რუსთავი), დავით ხოჭოლავა (შახტარი,დონეცკი),ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი); თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი);

ლუქსემბურგთან მატჩამდე, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრის მასპინძელ „ჟოზი ბარტელის სახელობის სტადიონზე" ბოლო ვარჯიში გამართა. ერთსაათიანი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ავსტრია-ლუქსემბურგში გამართულ საწვრთნელ შეკრებაზე ეროვნული ნაკრების დინამოელმა ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა: „ჩემი აზრით ნაყოფიერი შეკრება იყო, მალტასთან გამარჯვებას მივაღწიეთ, რამაც დადებითი გავლება იქონია გუნდის ხასიათზე, ლუქსემბურგთანაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ერთა ლიგის გათამაშების სახით", - აღნიშნა ზივზივაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 ივნისს, ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ს ფოტოები





ჩვენ








