
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტიუარდთა მიღება გრძელდება. დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ თავისუფალი გრაფიკით მუშაობით მიიღონ დამატებითი შემოსავალი და მონაწილეობა მიიღონ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის გარდა, სტიუარდები სფფ-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებზე იმუშავებენ.
სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველმა, უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: steward@gff.ge. CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.
გასაუბრების და ორდღიანი ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი მიიღებს სერთიფიკატს და გახდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდი.





ჩვენ








