
„21 აგვისტოს, სეზონის მიწურულს მწვერვალზე ავედით მე, კვეკვე და ბიძინა. ეხლა საბაზოში ვზივართ ჩანთებზე და ველოდებით ვერტმფრენს. დანარჩენი ფოტოები და საინტერესო ისტორიები იქნება რომ ჩამოვალთ" - ასეთი შინაარსის შეტყობინება დატოვა სოცუალურ ქსელში ზურა კვესტაძემ, რომელმაც 21 აგვისტოს თავის პირველი შვიდიათასიანი მწვერვალი გააკეთა.
ქართველი მესიმაღლისთვის ბიძინა გუჯაბიძისთვის კი მწვერვალი ხან-ტენგრზე (7010 მ.) მე-13 წარმატებული ასვლაა. ბიძინასთან და ზურა კვესტაძესთან ერთად, მწვერვალზე ავიდა ლაშა კვეკვესკირიც.
ტიან-შანში ქართველთა ექპედიცია, რომლის შემადგენლობაშიც 7 მთასვლელი (ბიძინა გუჯაბიძე, ირაკლი გუჯაბიძე, ილია ბერულავა, ლაშა კვეკვესკირი, ზურაბ კვესტაძე, ბექა ფაჯიშვილი, გურამ იმნაძე) შედიოდა აგვისტოს დასაწყისში ჩავიდა. მწვერვალი ხან-ტენგრის დალაშქვრა კი 21 აგვისტოს, გუნდის მხოლოდ სამმა წევრმა მოახერხა. თუმცა, როცა გუნდის თუნდაც ერთი წევრი დადგამს ფეხს მწვერვალზე, ეს მთელი გუნდის წარმატებაც არის.
TSFF-ი ულოცავს ბიძინა გუჯაბიძის გუნდს მორიგ წარმატებულ ექსპედიციას.








ჩვენ








