სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს მოქალაქე გახდა
სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს მოქალაქე გახდა
06.06.2018
ავტორი:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ფანჯრის მატჩებში შესაძლოა დებიუტანტი გამოჩნდეს. სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც 23 მაისს 19 წლის გახდა და წლებია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობს, უკვე საქართველოს მოქალაქეა. ამრიგად, ამერიკაში დაბადებულ და გაზრდილ ქართველ სპორტსმენს ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში, თბილისში, სპორტის სასახლეში სერბეთისა და ავსტრიის წინააღმდეგ მატჩებშიც უნდა ველოდოთ.

რთული სათქმელია, რამდენად ენდობა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი 19 წლის კალათბურთლეს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ძალზედ მნშივნელოვან თამაშებში. თუმცა, სანდრო მამუკელაშვილმა გასული სეზონი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ უძლიერეს, "ბიგ ისთის" კონფერენციის გუნდში, "სეტონ ჰოლში" გაატარ, სადაც, მხოლოდ იმის გამო, რომ თანაგუნდელებზე 2-3 წლით უმცროსი იყო, მოედანზე დიდი ხნით გასვლა არ უწევდა. მიუხედავად ამისა, ის, ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ევროპელ ახალგაზრდად მიიჩნევა. მამუკელაშვილის ეიმედებათ საქართველოშიც, სანაკრებო შევსების თვალსაზრისით.

სანდრო მამუკელაშვილი 208 სმ სიმაღლისაა, თუმცა დრიბლინგი, სწრაფი მოძრაობა და ზუსტი შორი სროლაც ეხერხება, რაც მის უნივერსალიზმსს უსვამს ხაზს. მოქალაქეობის არ ქონის დროსაც, კალათბურთელს, „აკადემიის" შემადგენლობაში საქართველოს ასაკობრივი 14 და 16-წლამდე ჩემპიონატებში თამაშები აქვს ჩატარებული. ამიერიდან, კი სანდროს სახით, არა მხოლოდ ეროვნულ არამედ 20-წლამდე ნაკრებსაც შევსება აქვს.

ამერიკაში დაბადებული 19 წლის ქართველი, ერთი წლის წინ თბილისში, თბილისის მერიის თასის დროს გამართულ საქართველო-ჩეხეთის თამაშსაც დაესწრო.