
ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს დამკვიდრებულ ტრენდს, არც საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჩამორჩა და დღეს, „მიხეილ მესხზე" ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა. ქართველი ახალგაზრდები, უელსელ თანატოლებს მეორე ამხანაგურ მატჩში შეხვდენენ და კვლავ ფრედ ითამაშეს. მხოლოდ, პირველი მატჩისგან განსხვავებით, რომელიც 3 ივნისს, 2-2 დასრულდა, დღეს ანგარიში 1-1 იყო. ამას გარდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში კინკნლაობების და პატარა გაწევ-გამოწევეის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელი შეხვედრა, ცოტა ემოციურად უფრო დაძაბული გამოდგა, ვიდრე ამ გუნდების პირველი მატჩი.

„მოგება გვინდოდა და ეს, შეიძლებოდა როგორც პირველი, ასევე ამ თამაშისას. ისე, ამ თამაშის მოგება უფრო შეიძლებლდა. ვატყობ, რომ ჩემი გუნდი ნელ-ნელა ჩემს ჭკუაზე მოდის - უხეშად, რომ ვთქვა. ეს შედეგი არაა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. იმიტომ, რომ რაც არ უნდა ამხანაგური იყოს, ვერ დავმალავ, მაქვს სურვილი თამაში მოვიგოთ. თუმცა, თამაშების მოგება არ ხდება სპონტანურად და დაუგეგმავად",- ამბობს გია ცეცაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მატჩის დასრულების შემდეგ.

გია ცეცაძეს მიაჩნია, რომ ივნისის ამხანაგურ თამაშებში, მის გუნდს თავი არ შეურცხვენია. თუმცა, მატჩების მოგება ქართველმა ახალგაზრდება ვერ შესძლეს. უელსელებთან მეორე თამაშის პირველი ნახევარი, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. თამაში, უფრო მინდვრის ცენტრში მიმდინარეობდა და კარში დარტყმითაც, ბევრი მომენტი არც ერთი მიმართულებით არ ყოფილა. ქართველთა შეტებიდან კი ორი დაგვამახსოვრდა - ერთი, როდესაც გურამ გოშთელიანის დარტყმული მეკარემ მოიგერია და მეორეც, ირაკლი ბუღრიძის მიერ დარტყმული, რომელიც ისევ უელსელთა მეკარის წყალობით გოლში არ გარდაისახა.

„არასტაბილური თამაში, იქიდანაა გამომდინარე, რომ ჩვენ ძალან დიდი ხანი არ არის, რაც ერთად ვართ. ფეხბურთელებისთვის რთულია იმის გაგება, მე რასაც ვეუბნები, მაგრამ ცდილობენ. თამაშზე კიდევ იმდენად ვერ სჩანს, მაგრამ თუ ეს თამაში არ მოსწონს ვინმეს, ვარჯიშები, რომ ნახოთ, ვარჯიშით ნამდვილად კმაყოფილი დარჩება. ეს იმანს ნიშნავს, რომ ვარჯიში კი არაა მთავარი შედეგისთვის, მაგრამ ის, ვარჯიში ცოტა ხანში გადავა თამაშში და ცოტა ხანში, შედეგიც იქნება. გამოძახებული 22 კაცი გვაყვდა გუნდში, რომლებიც არიან ერთნაირები და რომლებიც უელსთან, მინიმუმ თანაბრად თამაშობენ. ჩვენ გვინდა, რომ ვაჯობოთ, მაგრამ ეს არასტაბულურობა იქიდან არის, რომ ახლი დაწყებული პროცესია. სამწუხაროდ, უეფას ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხშრ-ხშირად გავაკეთოთ შეკრებები", - ამბობს გია ცეცაძე.

თუკი პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში და ოდნავ მდორედ წარიმართა. მეორეში ქართველებმა აშკარად ფეხი მოიკიდეს უელსელთა ნახევარზე. თუმცა, ტაიმის სტარტზე და კიდევ 2 მომენტში, 21-წლამდელთა ქართველ მეკარეს ოთო გოშაძეს, რომელიც ცეცაძემ სათამაშოდ მეორე ტაიმში გამოუშვა მინდორზე, გარჯა მოუხდა და „მიხეილ მესხზე" მისულ გულშემატკივარს, კარგი „სეივებიც" შემოგვთავაზა.

„გოშაძის თამაშით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ კარგი მეკარეა. იმიტომაც გამოვიძახე ნაკრებში. უთამაშებელმა მეკარემ გუნდი გადაარჩინო... თამაში იწყება ხასიათით. შეიძლება, მესი იყო და უხასიათო და ეროვნულ ნაკრებში ვერ ითამაშო, თუმცა, კლუბში მაგრად იყო. მე ვიცი, ამ ბავშვის ხასიათი და ვიცი, რომ სულ მომართულია და თავის ქვეყნისთვის", - ამბობს გია ცეცაძე.

თუმცა, გოშაძემ ამ თამაშში კარი მშრალად ვერ შეინახა. მეორე ტაიმის მიწურულს ქართველი 21-წლამდელების კარში პენალტი დაინიშნა და უელსელებმაც ანგარიში 88-ე წუთზე გახსნეს 0-1. გოლი მორელიმ გაიტანა.
„ძალან კარგი გუნდია უელსი. ჩემს ფეხბურთელებს მადლობა მინდა ვუთხრა და შევაქო, რომ ბოლო წუთზე, რაც გოლს გაუშვებ და შემდეგ მოახერხებ, რომ 2 წუთში თამაში შემოატრიალო... ვფიქრობ, რომ კარგი შედეგი იყო და თამაშის ხარისხი ისეთი არაა... რა თქმა უნდა, ძაან ბევრ კომპონენტში არის შეცდომები, მაგრამ მოგება, ასე არ მოდის", - ამბობს გია ცეცაძე.

აღსანიშნავია, რომ პირველი მატჩისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობიდან თითქმის ყველა ფეხბურთელი შეცვალა. მეორე ამხანაგური, ცეცაძის გუნდმა შემდეგი შემადგნელობით დაიწყო: შეროზია (გოშაძე 46), ქანთარია (გიორგაძე 90+1), ჭიჭინაძე, ლოჩოშვილი (კობოური 66), შულაია, ნადარაია (ლაკვეხელიანი 77), ძებნიაური (ცეცხლაძე 58), მაჭარაშვილი, გოშთელიანი (კოხრეიძე 71), ბუღრიძე, მუჯირი (ალთუნაშვილი 46)

გია ცეცაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ფეხბურთელები არიან და ორივე მატჩი, რომ 21-წლამდელებს თავი არ შეურცხვენიათ ამაზე მეტყველებს.
„კმაყოფილი ვარ ამ თამაშში, გუნდიდან გამოდინარე. რაც უფრო ძლიერ გუნდთან იქნება სპარინგი, მით უფრო კარგია ყოველთვის. თუ, რაღაც დიდ ფორუმზე არ მიდიხარ და იმის წინა თამაშები არ არის. ეს შეკრებაც ნაყოფიერი იყო. დეტალებს, რომ ჩავურღმავდეთ პრინციპში, ბურთის არფლობის პერიდოში, პირველი 80 წუთი, უფრო კარგად ვიყავით, ვიდრე შეტევაში. აი შეტევაში, კომბინაციური თამაშში გვაქვს მოსამატებელი. ბოლო ფაზაში, დამამთავრებელში და ამაზე ვმუშაობთ. ვთვლი, რომ ჩვენი შეტევები სპონტანური არ იყო და ზეპირად არ თამაშობდნენ ფეხბურთელები. ჩვენ, რომ ეს მომენტი კარგად გვქონოდა, სიტყვაზე ეს რომ ნოემბერი იყოს, უფრო მეტ კარგ რაღაცას დაინახავდით. ეგ დაგვაკლდა ამ ორ თამაშში, მაგრამ ეს არ აკნინებს ფეხბურთელებს"- ამბობს გია ცეცაძე.

საბოლოოდ, ქართველებმა მსაჯის მიერ კომენსირებული 6 წუთიდან, დასაწყისშივე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კოხრეიძემ, კარის გასწვრივ, აკაკი შულაიას ჩაწოდებული გადაცემა ზუსტად დააგვირგვინა, 1-1.
ახალ, საქართველოეცვლაზე შემოსულმა გიორგი კოხრეიძემ, კარის გასწვრივ, აკაკი შულაიას ჩაწოდებული გადაცემა ზუსტად დააგვირგვინა, 1-1.
ახალ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სექტემბრამდე შეისვენებს. შემოდგომაზე კი ჩვენს ფეხბურთელებს, „ევრო 2019"-ის დარჩენილი საკვალიციკაციო მატჩები ექნებათ გასამართში ლიეტუვაში, ფინეთსა და პოლონეთში. ეს დარჩენილი მატჩები, ამ ასაკობრივი ნაკრებისთვის, „ევრო 2019"-ის შესარჩევის დასაწყიში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, უფრო პრესტიჟისა და საკუთარ თავში რწმენის დასაბრუნებელი თამაშებიღა იქნება.





ჩვენ








