5 დღეში ნაკრები შეიკრიბება
5 დღეში ნაკრები შეიკრიბება
23.08.2017
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 28 აგვისტოდან შეკრებას დაიწყებს. 2 სექტემბერს, ჩვენები „დინამო არენაზე" ირლანდიას უმასპინძლებენ, 5-ში კი გასვლაზე, ავსტრიას დაუპირისპირდებიან.
„ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, მაგრამ მოვასწარი რამდენიმე თამაშის ჩატარება და ვთვლი, რომ სანაკრებო თამაშებისთვის, უკვე მზად ვიქნები. ნაკრებში ჩამოსვლამდე, კიდევ ერთი ტურის ჩატარება მიწევს. ბუნებრივია, ყოველთვის მიხარია, როცა ეროვნულ ნაკრებში მიძახებენ და ეს, ჩემში დიდ ემოციებს იწვევს. მიხარია, რომ ამ კუთხით, შემიძლია ქვეყანას გამოვადგე" - ამბობს გიორგი ქვილითაია, რომელიც ტრავმის მერე მოედანს დაუბრუნდა.
სექტემბრის თამაშებისთვის ვლადიმირ ვაისმა ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ესენი არიან: მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია); ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი); თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).
კიდევ, 9 ფეხბურთელს (ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ვაისი ნაკრები გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.
შეგახსენებთ, 2 სექტემბერს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე", საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 5 სექტემბერს კი, თბილისის დროით 22:45 საათზე ქალაქ ვენაში ავსტრიის წინააღმდეგ, მორიგ შეხვედრას ჩაატარებენ.