
ვერის ბაღში, სადაც 21 ივნისს მედია-საბილიარდო ტურნირი „მეტროპული 2018" აიღებს სტარტს და სადაც, უკვე ყველაფერი მზადაა ტურნირისთვის, მოყვარული თუ პროფესიონალი მობილიარდეების მასპინძლობის გარდა, ახალი თაობის დაოსტატებასაც გეგმავენ.
საბილიარდო სკოლა ვერის ბაღში, უქმეებზე იმუშავებს, მაშინ, როდესაც საშუალო სკოლებში დასვენების დღეები იქნება. საბილაირდო სკოლის მოსწავლეებისთვის, შაბათ-კვირას „მეტროპულში" მაქსიმალური გარემო და კომფორტი იქნება შექმნილი, რათა დამწყები მობილიარდეები, სწორად თამაშს შეეჩვიონ.
„ვვარაუდობთ, რომ საბილიარდო სკოლაში 10 წლის ასაკიდან მივიღებთ მსურველებს. თუმცა, გააჩნია მათ ფიზიკურ მონაცემებსაც, სიმაღლეს პირველ რიგში... არ მინდა, რომ საწყის ეტაპზე დამახინჯებულად ისწავლონ რამე. მიუხედავად ამისა, თუ შევნიშნეთ ნიჭი და სურვილი, არის სპეციალური სადგამები და იმის საშუალებაც, რომ მათი გამოყენებით შევასწავლოთ სპორტის ეს სახეობა", - ამბობს ენრიკო მაჩაიძე, ქართული ბილიარდის ერთ-ერთი ვეტერანი და საბილიარდო სკოლის პედაგოგი.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებია ინტენსიურად მიდის ლაპარაკი, რომ ბილიარდი ოლიმპიურ სახეობა გახდეს. სავარაუდოდ, ბილიარდის სახეობებიდან, ილიმპიადებზე პულს ითამაშებენ. საბილიარდო წრეებში ამის ვარაუდის საფუძველს, ის გარემოება იძლევა, რომ დღეისათვის სწორედ პული არის ის სახეობა, რომელსაც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე თამაშობენ. ამას გარდა, სახეობის პოპულარობა დღითი-დღე იზრდება, მათ შორის საქართველოშიც.
პულში, სხვა საბილიარდო სახეობებიდან განსხვავებით, შეჯიბრის ორგანიზებისთვის სივრცეების მონახვა, მაგიდების გადატანა და ამ კუთხით მასობრიობის მიღწევა, არის უფრო ადვილი. ამ მხრივ, თუკი ბილიარდი, შევიდა ოლიმპიურ სახეობათა ნუსხაში, საქართველოში, სადაც ბილიარდი (სსრკ-ს დროს თითქმის არალეგალურად ვითარდებოდა) საკმაოდ პოპულარული (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) იყო, განვითარების ახალ საფეხურზე გავა.
„მეტროპულში", დარბაზის სივრცე და მაგიდების რაოდენობა, იძლევა იმის საშუალებას, რომ საბილიარდო სპორტს ერთდროულად 20-30 ბავშვი დაეუფლოს. თითოეული მოსწავლისთვის თითო გაკვეთილი საათნახევრი გასტანს. სკოლაში სწავლების ყოველთვიური ღირებულება 80 ლარი იქნება. აქ მოსულ ყველა მსურველს, ავუხსნით ნიუანსებს, როგორ უნდა დადგეს, ვასწავლით ხელის მოძრაობას, რაც ბილიარდში არის უმთავრესი. სწავლების საწყისს ეტაპზე, არაა აუცილებელი „შარის" ჩაგდება. მთავარია სწორი მოძრაობა და შემდეგ უკვე ნიჭი, რომელიც თავად უკარნახებს, როგორ იმოქმედოს", - ამბობს ბატონი ენრიკო.

რატომ არის ბილიარდი კარგი? საბილიარდო წრეებში თვლიან, რომ დღეს, ინგლისურად საუბრობს თითმქის ყველა ბავშვი. თუკი, გეცოდინება ბილიარდის თამაში, საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაშიც კი, 5 წუთში ისეთ სამეგობროს შეიძენ, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდში გეყოლება. თუმცა, მანამდე ბილიარდი არის კარგი შესაძლებლობა გაერთო, დაისვენო და იყო აქტიური. ყოველივე ამის საშუალებას კი, თბილისში ახლადგახსნილი საბილიარდო „მეტროპული" და მასთან არსებული ბილიარდის სკოლა მოგცემთ.
შეგახსენებთ, ახალი საბილიარდო „მეტროპული" თბილისში, ვერის ბარში, ჭადრაკის სასახლეში მდებარეობს და იქ, 21-30 ივნისის ჩათვლით მედია-საბილიარდო ტურნირი, პირველი ტურნირი ამ სივრცეში, „მეტროპული 2018" გაიმართება.






ჩვენ








