დავით ყიფიანის თასის გათამაშებაზე მეტოქეები დაწყვილდნენ
დავით ყიფიანის თასის გათამაშებაზე მეტოქეები დაწყვილდნენ
18.06.2018
ავტორი:

ხვალ და ზეგ, ქუთაისის „ტორპედოს", „დინამო თბილისის", „სამტრედიისა" და საჩხერის „ჩიხურას" მეტოქეების ვინაობა გაირკვევა უეფას ჩემპიონათა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებისთვის.

მანამდე, კი დღეს, 18 ივნისს,  სფფ-ში საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/8 ფინალის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

„ვიტ ჯორჯია 2" - „გაგრა"

„ტორპედო" - „რუსთავი"

„გარდაბანი" - „შუქურა"

„მერანი" - „დინამო თბილისი"

„გურია" - „სამტრედია"

„ლიახვი ცხინვალი" - „მეტა"

„ვიტ ჯორჯია" - „ჩიხურა"

„თელავი" - „დილა"

დ. ყიფიანის თასის 2018 წლის სეზონის მორიგი თამაშები ეროვნული ლიგის საზაფხულო შესვენების შემდეგ განახლდება. ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

შეგახსენებთ, რომ 1/16 ფინალის შემდეგ, საქართველოს თაისის გათამაშებას ეროვნული ლიგის 4 გუნდი დაემშვიდობა. ყველაზე დაძაბული და დრამატული, ბოლო ეტაპზეც სწორედ, ელიგის გუნდების, „ლოკომოტივისა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირება გამოდგა. მომდევნო 1/8 ფინალში კი, უკვე ქუთაისის  „ტორპედოს" მოუწევს ელიგის გუნდთან „რუსთავთან" დაპირისპირება.

1/8 ფინალში, დ. ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში ეროვნული ლიგიდან ექვსი, ეროვნული ლიგა 2-დან ხუთი, ლიგა 3-დან ორი და რეგიონული ლიგიდან სამი გუნდი მონაწილეობს.