
ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, იმ 14 კალათბურთელს დაასახელებს, რომელებიც ჩეხეთში, ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩის გასამართად გაემგზავრება. დღეისათვის ზუროსის მეთვალყურეობის ქვეშ, საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნული ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობაში 22 კალათბურთელი ვარჯიშობს.
„ჩეხეთთან თამაშები, ჩვენი გუნდისთვის, მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია. გვინდა, ახალი მოთამაშეები გამოვცადოთ. მათაც უნდა მიეცეთ შანსი თავი გამოიჩინონ. კარგია, რომ ძლიერი ოპონენტი გვყავს. არა აქვს მნიშვნელობა, ეყოლება თუ არა ჩეხეთს იან ვესელი და ტომაშ სატორანსკი, ის მაინც ძლიერი გუნდია და მასთან სპარინგი მხოლოდ დადებითად წაგვადგება", - ამბობს ილიას ზუროსი.

ბერძენი სპეციალისტი დღევანდელ ღია ვარჯიშამდე აცხადებდა, რომ ჩეხეთთან სპარინგი, მხოლოდ ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად უნდა გამოეყენებინა და ამ თამაშებში არ იქნებოდნენ გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი და თორნიკე შენგელია. თუმცა, დღეს შერმადინმა ნაკრებთან ერთად ივარჯიშა.
„სერბეთის ნაკრებთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ წინა მატჩისგან განსხვავებით, ახლა სერბეთს ბევრი მოთამაშე დაემატება. ჩემი გუნდიდანაც 2 კალათბურთელი ემატება. ასე, რომ რთული თამაში იქნება. ბუნებრივია, ახალმა კალენდარმა, რის გამოც ნაკრებს ვერ დავემატეთ, ჩვენს თამაშებზე გავლენა იქონია. თუმცა, ახლა მინდა ვთხოვო ჩვენს გულშემატკივარს, რომ სერბეთთან და ავსტრიასთან მატჩების დროს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ" - ამბობს გიორგი შერმადინი.

თბილისის „დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები მზადებას 11 ივნისიდან შეუდგა. ილიას ზუროსის გუნდში თავდაპირველად 16-მა კალათბურთელმა დაიწყო ვარჯიში. ჩეხეთთან მატჩამდე, გუნდს ყველაზე ბოლოს ლეგიონერები - გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე შეუერთდნენ.
„ძალიან დიდი სტიმულია, რომ გადამწყვეტ მატჩებს, საქართველოში ვთამაშბთ. მნიშვნელოვანია, მაყურებლის ფაქტორიც. ამას, თოკოს, მანუს ფაქტორებიც დაემატება. შერმო, უკვე ჩამოსული არის და ვფიქრობ, რომ ახლა, შედარებით ბევრად ძლიერი ნაკრები გვყავს, ძლიერი შემადგენლობა გვაქვს და თამაშებიც ავსტრიასთან და სერბეთთან მოსაგები გვაქვს. ამისთვის, ყველაფერს გავაკეთებ. ის, რომ NBA-ზე დრაფტიდან მოვხსენი თავი არანაირად ჩემს სანაკრებო თამაშებზე არ იმოქმედებს. რაც შეეხება, რამდენად გავიზარდე, წინა სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, მომავალ თამაშებზე გამოჩნება. ალბათ, მომატებუოი მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ. საქართველოს წინააღმდეგ სათამაშოდ, სერბეთშიც ემზადებიან. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს რამდენიმე წამყვანო მოთამაშე არ ეყოლება, სერბეთი, ნებისმიერი შემადგენლობით, ძლიერი ნაკრებია და გაგვიჭირდება. თუმცა, მაინც უნდა გავიმარჯვოთ", - ამბობს, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელი გოგა ბითაძე, რომელმაც ბელგრადულ „მეგა ბიმქასთან" 1 წლით კვალვ გააგრძელა ურთიერთობა.

ეროვნული ნაკრების შეკრებამდე ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა 19 წლის ქართველ კალათბურთელს სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა.
„ნაკრებში თამაში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, ბავშვიბდიან მინდოდა, ყველა თამაშზე დავდიოდი. დაბადებული აქ არ ვარ, მაგრამ აქ ვიზრდებოდი. აქ არის ჩემი ოჯაზი და ყველა ჩემი მეგობარი. ჩემთვის, დიდი პატივია, რომ მათ წინაშე ვითამაშებ. ამერიკაში ვისწავლე ბრძოლა. იქ, ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა და ამიტომ, არ შეგიძლია, რომ მოდუნებული გახვიდე მოედანზე. რა თქმა უნდა, იქ შენზე ჯანიანებიც არიან და ძლიერებიც, მაგრამ ამერიკამ მასწავლა, რომ არასდროს უკან ნაბიჯი არ უნდა გადადგა და რა დონის გუნდიც არ უნდა იყოს, ყოველთვის უნდა ითამაშო. ჩემს კლუბში, ჯერ „ფრეშმენი" ვარ, პირველი წელი მქონდა უნივერსიტეტში. ამიტომ კლუბიდან გადასვლაზე ახლა არ ვფიქრობ. ჯერ კიდევ მაქვს უნივერსიტეტში რაღაცეები დასამტკიცებელი და შემდეგ, ბუნებრივია ვიფიქრებ სხვა რამეზეც. მოგეხსენებათ, აშშ-ში საუნივერსიტეტო კალათბურთი არის ერთი ნაბიჯი ნბე-მდე და უმეტესობა იქ სწორდ საუნივერსიტეტო კალათბურთიდან ხვდება. მანამდე კი ნაკრებში თამაში, ძალიან დიდი ნაბიჯია ჩემთვის და ძალიან კარგი იქნება ჩემი კარიერისთვისაც. სერბეთთან, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგნელობაში ყოფნა, იქნება პირველი ოფიციალური თამაში, საქართველოს მოქალაქის რანგში. სერბეთი ძლიერი გუნდია და ვემზადებით ამ შეხვედრისთვის ყოველ დღე. გვიჭრდება გულშემატკივირის მხარდაჭერა და იმედი მაქვს, რომ სპორტის სასახლე სავსე იქნება. ეს იქნება, ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის პირველი თამაში და შესაბამისად, ყველაზე დასამახსოვრებელ", - ამბობს სანდრო მამუკელაშვილი.

ქართველთა მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ამბობს, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის 2 უმნიშვნელოვანეს მატჩამდე, ჩეხეთთან სპარინგის დროს ახალგაზრდა კალათბურთელებს და ეროვნული ნაკრების ახალ ლეგიონერს დააკვირდება. ქართველი გულშემატკივრისთვის საყვარელი კალათბურთელის მაიკლ დიქსონის ადგილს, თად მაკფადენი დაიკავებს. ზუროსიც, ჩეხეთთან თამაშებს, სწორედ თად მაკფადენის გამოსაცდელად და ზემოთნახსენები კალათბურთელების გუნდთან შესათამაშებლად გამოიყენებს.
„ბიჭებს ნელ-ნელა შევეგუე, ძალიან სწრაფები არინ . ძალიან კარგად ვიცნობ ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც. ვფიქრობ, რომ ილიას ზუროსი ზალიან ძლიერი სპეციალისტია და მასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან სასარგებლო იქნება. რაც შეეხება შემოთავაზებას, მეთამაშა საქართველოს ნაკრებში, ეს მართლაც ახალი გამოწვევაა ჩემთვის. ქართულ კალათბურთზე ბევრი მსმენია. ძალიან მომწონს თორნიკე შენგელიას თამაში, ვფიქრობ ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ძალიან კარგია, რომ მის გვერდით ვითამაშებ. კარგი ბიჭები არიან, ბუ, ბერიშვილი, ჯერ ყველას გვარებს ახლა ვერ გეტყვით მაგრამ მათ თავი გუნდის სრულფასოვან წევრად მაგრძნობინეს და ეს ძალიან კარგია. ახლა მოუთმენლად ველოდები მათთან ერთად მოედანზე გასვლას. რთული თამაშები გველოდება. განსაკუთრებით სერბეთს გამოვყოფდი, რომელშიც რამდენიმე მაღალი დონის კალათბურთელია და როგორც მითხრეს ისინი საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვლენ. ისიც ვიცი რომ საქართველოში კალათბურთი ძალიან უყვართ და დარბაზიც ივსება მოკლედ მოუთმენლად ველოდები თამაშებს რათა ყველა დავარწმუნო, რომ არჩევანი ჩემზე ტყუილად არ შეუჩერებიათ", - ამბობს თედ მაკფადენი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ლეგიონერი, რომელსაც, ხასიათიდან გამომდინარე გუნდში უკვე შეაქრვეს მეტსახელი „ჯიგარო".

მაკფადენი უკანახაზელი და უბრალოდ, კარგი მოთამაშეა. იგივე პოზიცია აქვს, რაც დიქსონს. ილიას ზუროსი მის გამოყენებას 1 ან 2 ნომრად გემგმავს, იმისდა მიხედვით, თუ რომელ პოზიციაზე დასჭირდება ახალი ლეგიონერი საქართველოს ნაკრებს.
და ბოლოს, ტრავმის შემდეგ ინტენსიურად ვარჯიშობენ დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე.
„ორი ამხანაგური მატჩი დაგევხმარება კარგ ფორმაში შევიდეთ და დავხვეწოთ ჩვენი ტაქტიკა. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის სერბეთთან და არანაკლებ მნიშვნელოვანი ავსტრიასთან. ეს გადაწყვეტს ჯგუფში მერამდენე ადგილზე გავალთ და მომდევნო ეტაპზე რამდენი ქულა გადაგვყვება. ბიჭების თამაშებს ვუყურებდი სანამ ტრავმა მქონდა და ისინი ძალიან მონდომებულები იყვნენ. ენერგია და ჟინი არ დაუკლიათ. ეს და გამოცდილება ერთმანეთს ერწყმის. ამიტომ, ახლა, მაქსიმიმუმი უნდა გავაკეთოთ. ამისთვსი გულშემატკივარს, ვთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგნენ", - ამბობს დუდა სანაძე.

სამწუხაროდ იგივეს თქმა არ შეიძლება ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ტრავმირებულზე ბექა ბურჯანაძეზე, რომლის დახმარების მოლოდინიც, ეროვნულ ნაკრებს ამ ეტაპზე ცოტა, მაგრამ მაინც ჰქონდა. თუმცა, აღმოჩნდა რომ ძველი კი მოირჩინა, მაგრამ ბურჯანაძეს ახალი ტრავმა აწუხებს.
შეგახსნებეთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთიდან 25 ივნისს დაბრუნდება თბილისში. აქ მათ, კიდევ 2 ლეგიონერი თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი შეუერთდებიან. ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს, პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო 2 საშინაო მატჩი დარჩა გასამართი- 29 ივნისს სერბეთთან და 2 ივლისს - ავსტრიასთან.





ჩვენ








