
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დღეს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა. გათამაშებაში, რომელიც 1971 წლიდან ტარდება წელს 3 ქართული კლუბი „დინამო თბილისი", „სამტრედია" და საჩხერის „ჩიხურა" მონაწილეობენ.
გათამაშების ამ ეტაპზე „დინამო თბილისის" მეტოქე სლოვაკური „დუნაისკა სტრედა" არის. თბილისელები, რომლებიც ამ ეტაპზე განთესილ გუნდებს შორის იყვნენ, სავარაუდო მეტოქეები „პროგრეს ნიდერკორნი" (ლუქსემბურგი), „შიროკი" ბრიეგი (ბოსნია და ჰერცოგოვინა), „შკუპი" (მაკედონია), „შტუმბრასი" (ლიეტუვა), „დუნაისკა სტრედა" (სლოვაკეთი) ჰყავდათ.
პირველი მატჩი დინამოელები სლოვაკეთში 12 ივლისს ჩაატარებენ. საპასუხო შეხვედრას კი, „დინამო არენაზე" 19 ივლისს უმასპინძლებენ სლოვაკურ გუნდს.

პირველი შეხვედრის „სახლში" ჩატარება მოუწევს 12 ივლისს „სამტრედიას" რომელსაც წილისყრამ მეტოქედ ყაზახური „ტობოლი" შეახვედრა. სამტრედიელთა წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას მოუწევს თამაში. კიდევ ერთი ქართველი, ნიკა კვეკვესკირი კი სავარაუდოდ ტრავმის გამო "სამტრედიასთან" შეხვედრას გამოტოვებს. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით კვეკვესკირი ინდივიდუალურ ვარჯიშებს უკვე შეუდგა.

ასევე, პირველ შეხვედრას საკუთარ სტადიონზე გამართავს საჩხერის „ჩიხურა". მისი მეტოქე ისრაელის „ბეითარი" იქნება.

#UEL Photo: UEFA





ჩვენ








