
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, „ევრობასკეტის" წინ მე-5 შეხვედრას იგებს ზედიზედ. ათენში, „აკროპოლისის თასის" საკმაოდ პრესტიჟულ ტურნირზე, ბერძენი მწვრთნელის ილიას ზუროსის ქართველმა შეგირდებმა, ტურნირის მასპინძელს, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს თამაშის ბოლო წამებზე, 1 ქულით, 72:71 მოუგეს. ამ ტურნირზე, ქართველთა სასტარტო შეხვედრაში, ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო. მის ანგარიშზე 23 ქულაა. 14 ქულის დაგროვება შესძლო თორნიკე შენგელიამ. მხოლოდ ერთი ქულით ნაკლები ჩააგდო გიორგი ცინცაძემ, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო იყო. 9 ქულა ჩაიწერა მანუჩარ მარკოიშვილმა. დუდა სანაძის ანგარიშზე 5 ქულაა, მაიკლ დიქსონმა და გოგა ბითაძემ კი 4-4 ქულა აიღეს.
18:8 / 19:25 / 15-20 / 19-19 ეს არის ანგარიშები, პერიოდების მიხედვით. თამაში კი, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, ქართველთათვის არასახარბიელოდ დაიწყო. პირველი მეოთხედის ჩავარდნის შემდეგ, როდესაც სხვაობამ 10 ქულა შეადგინა (18-8 ბერძენთა სასარგებლოდ), მატჩის გარდამტეხი მომენტი, მეორე მეოთხედში აღმოჩნდა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 10 ქულიანი ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს (19-25). მესამე მეოთხედში, ბერძნები ორჯერ დაწინაურდნენ, თუმცა პერიოდი, მხოლოდ ერთი ქულით მოგიგეს 53:52. ეს კი იძლეოდა შანსს, რომ ბოლო პერიოდში, ქართველებს სასწაული მოეხდინათ. მეოთხე პერიოდი მასპინძლებმა შედეგიანად - 7:0 გაქცევით დაიწყეს და 59:53 დაწინააურდნენ კიდეც. დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო ქართველები 9 ქულით - 56:65 ჩამორჩნენ, თუმცა მაიკლს დიქსონის, მანუჩარ მარკოიშვილის, თორნიკე შენგელიას და გიორგი შერმადინის ზუსტი სროლებით ჩამორჩენა მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, 2 ქულამდე შეამცირეს - 67:69.
სასწაულის მოლოდინი, შევხედრის ძირითადი დროის ბოლო წამებზე გიორგი ცინცაძის ზუსტმა სამქულიანმა კიდევ უფრო გაამძაფრა. საფინალო სასტვენამდე მისი ზუსტი ნასროლის წყალობით ტაბლოზე ანგარიში 72:71 დაფიქსირდა. დარჩენილ დროში, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა დაცვაში კარგად თამაში და საბოლოოდ ისტორიული გამარჯვება გაიფორმა.
საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, დაპირისპირებებში ნავსი გატდა. შეგახსენებთ 2011 და 2015 წლებში ამ გუნდების ორთაბრძოლები, ბერძენთა გამარჯვებით 11 და 13 ქულიანი სხვაობით მთავრდებოდა.
ათენში, O.A.K.A. არენაში, სადაც 3 ათასამდე მაყურებელი მოვიდა 400 კაცი საქართველოს ქომაგობდა. „ემოცია იყო ძაალიიან დიდი. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. დაახლოებით 400 კაცი იქნებოდა მოსული. ორგანიზება მე გავუწიე. თამაშამდე, ჩვენი ბერძენი მეგობრები დაგვცინოდნენ, რომ წააგებთო. თუმცა, შედეგი სახეზეა! წარმატებებს ვუსურვებთ ბიჭებს. მომდევნო დღეებშიც შეძლებისდაგვარად ხალხი დაესწრება თამაშებს," - ამბობს კოტე შენგელია, ერთ-ერთი იმ ემიგრანტთაგან, რომელიც დღეს მთელი თამაშის მანძილზე ამხნევებდა ბიჭებს.
მომდევნო შეხვედრას, კი საქართველოს ნაკრები 24 აგვისტოს, თბილისის დროით, 19:45 წუთზე დაიწყებს და მისი მეტოქე სერბეთი იქნება, რომელმაც დღეს, სასტარტო შეხვედრა იტალიის ეროვნულ ნაკრებთან მოიგო. შეგახსენებთ, რომ ტურნირში საბერძნეთის, საქართველოს, იტალიისა და სერბეთის ეროვნული ნაკრებები მონაწილეობენ და ეს არის, ევრობასკეტის წინ, ჩვენი და სხვა გუნდებისთვისაც, ბოლო მოსამზადებელი ტურნირი.
TSFF.GE-ს სახელით მადლობას ვუხდით კოტე შენგელიას მოწოდებული ფოტოებისთვის









ჩვენ








