
ვერის ბაღში, მდებარე საბილიარდოში „მეტროპული" მედია-საბილიარდო ტურნირი „მეტროპული 2018"-ის გათამაშება დაიწყო. ბილიარდის ერთ-ერთ სახეობაში „პულში" მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული 18 მედია-ორგანიზაციის 40-მდე ჟურნალისტმა, ოპერატორმა, მონტაჟის რეჟისორმა, პროდუსერმა და კომენტატორმა აიღო.
ვაჟთა შორის ასპარეზობაში მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ და 1/8 ფინალისტები წრიული სისტემით გამოავლინეს. თითო თამაში 2 პარტიის მოგებამდე ჩატარდა. საბოლოოდ, ამ ეტაპის გადალახვა 18-დან 11 მედია-ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოახერხა.

მე-2 ეტაპზე, რომელიც კვირას, 24 ივნისს, კვლავ ვერის ბაღში „მეტროპულში" გაიმართება შემდეგი 16 მონაწილე გავიდა:
1. ნნოდარ მაისურაძე (ნიუს ჯორჯია)
2. გიორგი ხარებაშვილი (რუსთავი 2)
3. დუდუ კურდღელია (რუსთავი2)
4. მიშა ჟორჟოლიანი (ახალი თაობა)
5. ტატო ნინიძე (რაგბი ტვ)
6. მალხაზ გულაშვილი (ჯორჯი თუდეი)
7. გიორგი ბახია (რადიო თანამგზავრი)
8. გიორგი კაციტაძე (tsff.ge, მეტროპული)
9. ზაალ ჩხეიძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი)
10. დათო მანჯავიძე (ajarasport)
11. დათო გავაშელი (რუსთავი 2)
12. ედო თათეიშვილი (რუსთავი 2)
13. პაპუნა ფირალიშვილი (რაგბი ტვ)
14. ოთო მაღლაკელიძე (რადიო თავისუფლება)
15. ვახო გაფრნდაშვილი (იმედი)
16. პატარიძე (რუსთავი 2)

ამავე დღეს გაირკვევა ½ ფინალის მონაწილეთა ვინაობაც. შეგახსენებთ, რომ ½ ფინალები, მე-3 ადგილისთვის მატჩი და ფინალი 30 ივნისს არის დაგეგმილი.
დღესვე გაიმართა გოგონათა შორის ასპარეზობაც. მონაწილეთა სიმცირის გამო, გოგონათა შორის დღეს, 21 ივნისსავე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი რადიო „თანამგზავრის" ჟურნალისტმა ნინო ჩხაიძემ დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდა კიდევ ერთი რადიოს, „იმედის" წარმომადგენელი ნატო თათეიშვილი, მესამე რუსთავი 2-ელი ნინო გაზდელიანი იყო, მეოთხე ადგილი კი „მაესტროს" წარმომადგენელს ხატია ცარციძეს ერგო.

მედია-საბილიარდო ტურნირში ყველა მონაწილისთვის, საბილიარდო კლუბმა „მეტროპულმა" ერთკვირიანი ულიმიტო აბონიმენტები დააწესა საჩუქრებად. მეორე ადგილზე გასულები ორკვირიან, ხოლო გამარჯვებულები ერთთვიან ულიმიტო აბონიმენტებს მიიღებენ საჩუქრად, სხვა სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად. დღეს, კი ასპარეზობის პირველ დღეს, „მეტროპულთან" ერთად, მედია-ტურნირის ოფიციალური სასმელი იყო ლუდი „არაგველი".

საბილიარდო კლუბი „მეტროპული" რომელიც სულ მეორე თვეა ფუნქციონირებს და უკვე, ბილიარდის მოყვარულ 170 მოთამაშეს, როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალს აერთიანებს, ღიაა ყველა მსურველისთვის. დღევანდელი მედია-ტურნირის პირველი დღის შემდეგ კი კლუბში გაწევრიანებულთა რიცხვს, რამდენიმე ჟურნალისტიც შეემატა. ტურნირის მთავარი მსაჯი საქართველოს მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, ენრიკო მაჩაიძე გახლავთ. მედია-საბილიარდო ტურნირს, საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ალექსიძე და ქვეყნის მოქმედი მობილიარდეებიც ესწრებოდნენ. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ, ქართული მედიისა და პროფესიანალი მობილიარდეების დამეგობრება და საქართველოში სპორტის ამ სახეობის, რომელიც მალე ოლიმპიურ სახეობათა შორის შედის, პოპულარიზაციაა.


ეკა ელოშვილის ფოტოები





ჩვენ








