
უეფა-ს ევროპა ლიგის დაწყებამდე 18 დღით ადრე, „დინამო თბილისი" ერთით ნაკლები მეკარით დარჩა. საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშების მე-16 ტურის მატჩის, „დინამო თბილისსა" და „სიონს" შორის დაწყებამდე, თბილისელთა მეკარემ, ოთო გოშაძემ, tsff.ge-სთან განაცხადა, რომ ამ თამაშის შემდეგ ის, „დინამო თბილისის" გუნდის წევრი აღარ იქნებოდა.
„დინამოდან" წასვლის შესახებ ფეხბურთელი ადრეც საუბრობდა. თბილისურ კლუბში კი, გოშაძე, 2018 წლის სეზონის წინ გამოჩნდა. „საბურთალოსთან" ხელშეკრულება 2018 წლის ბოლომდე მაქვს. მიუხედავად ამისა, დღეს კიდევ მქონდა საუბარი კლუბების წარმომადგენლებთან და დაზუსტებით, შემიძლია ვთქვა, რომ ერთწლიანი „საიჯარო" წესით, მომავალ 2018 წლის ეროვნული ლიგის სეზონს, „დინამო თბილისში" ვითამაშებ. არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს, ვარ გახარებული, რადგან ითამაშო „დინამოში", ყველასთვის დიდი პატივია", - ამბობდა „დინამო თბილისში" გადმოსვლისას tsff.ge-სთან საუბარში ოთო გოშაძე.
ამჟამად, კი ახალი კვირის დასაწყისში, ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულებამდე, რამდენიმე ტურით ადრე, გოშაძისა და „დინამო თბილისის" ურთიერთობა ამ ეტაპზე, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დასრულდება. თუ, სად და რომელ კლუბში გააგრძელებს ოთო გოშაძე კარიერას tsff.ge-სთვის სავარაუდოდ ცნობილია. თუმცა, დეტალები, ოფიციალურად, მომავალ კვირაში გახმაურდება. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დასაწყისში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარე ოთო გოშაძე, „დინამო თბილისს" შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში „დინამო თბილისის" მთავარი მწვერთნელი, მას მხოლოდ ზამთრის შეკრების დროს გამართულ რამდენიმე შეხვედრაში ენდო. ეროვნული ლიგის გათამაშებისას კი, ოთო გოშაძე, ვერც ერთხელ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, 21-წლამდე ნაკრებში, ფეხბურთელი მაინც გამოიძახეს და ივნისის დასაწყისში, უელსთან თამაშის საშუალებაც მისცეს. იმ შეხვედრაში, სწორედ ოთო გოშაძის „სეივების" წყალობით საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ფრედ 1-1 ითამაშა.

„გოშაძის თამაშით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ კარგი მეკარეა. იმიტომაც გამოვიძახე ნაკრებში. უთამაშებელმა მეკარემ გუნდი გადაარჩინო... თამაში იწყება ხასიათით. შეიძლება, მესი იყო და უხასიათო და ეროვნულ ნაკრებში ვერ ითამაშო, თუმცა, კლუბში მაგრად იყო. მე ვიცი, ამ ბავშვის ხასიათი და ვიცი, რომ სულ მომართულია და თავის ქვეყნისთვის", - განაცხადა ულესთან თამაშის შემდეგ გია ცეცაძემ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი" ნიკა ძალამიძეს და გიორგი თევზაძესაც დაემშვიდობა. უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩამდე კი, გაძლირდება თუ არა კლუბი ახალი ფეხბურთელებით და მოიყვანენ თუ არა, სავარაუდოდ, უკვე ვაკანტური მეკარის ადგილას სხვა ახალს ამ ეტაპისთვიც უცნობია. პარალელურად, საფეხბურთო წრეებში, აქტიურად მიდის საუბარი, იმის შესახებაც, რომ ევროტურნირების დასრულების შემდეგ, „დინამო თბილისს" კიდევ ბევრი დატოვებს.





ჩვენ








